პატრიარქმა დიდ დიღომში აფეთქების დროს დაღუპულთა სულები მოიხსენია

პატრიარქმა დიდ დიღომში აფეთქების დროს დაღუპულთა სულები მოიხსენიასამების საკათედრო ტაძარში პატრიარქმა დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების დროს დაღუპულთა სულები მოიხსენია. პატრიარქმა მათი სახელები ბარძიმის გამობრძანებისას საკურთხეველზე წარმოთქვა.

16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი.