ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პრესკონფერენცია გამართა, სადაც, გრიპის ვირუსის შედეგად ლაბორატორიულად დაზუსტებული შემთხვევების შესახებ ისაუბრა. მინისტრის ინფორმაციით, გარდაცვლილია 13 ადამიანი, 44 კი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. სერგეენკო ამბობს, რომ დაავადების რაოდენობა მცირდება, თუმცა ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა 616-დან 845-მდეგაი ზარდა. „დღევანდელი მდგომარეობით დაავადების რაოდენობები მცირდება, რაოდენობრივად მიდის შემცირებისაკენ, თუმცა იქ, სადაც უკვე განვითარდა გრიპი, ასეთ შემთხვევაში დაავადება მიმდინარეობს […]
კატეგორია: საზოგადოება
თსუ-ში სასწავლო პროცესი 21 იანვრამდე გადაიდო
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 21 იანვრამდე გადაიდო. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” თსუ-ში განუცხადეს. „სტუდენტთა საყურადღებოდ! საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 21 იანვრამდე გადაიდო. შესაბამისად, თსუ-ში შეიცვალა საგამოცდო პერიოდები და სააუდიტორიო მეცადინეობები“, – აცხადებენ თსუ-ში.
ამირან გამყრელიძე სალომე ქემაშვილის გარდაცვალებაზე – “H1N1-თან ერთად იყო საკმაოდ მძიმე დაავადება”
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე 22 წლის ქალის, სალომე ქემაშვილის გრიპით გარდაცვალების ფაქტზე პირველ კომენტარს აკეთბს. მისი თქმით, აღნიშნულ პაციენტთან მიმართებით, H1N1-თან ერთად იყო საკმაოდ მძიმე დაავადება. “კიდევ ერთხელ მინდა მედიას მოგმართოთ, რომ ქვეყანაში არსებობს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ. ამ კანონის მიხედვით, თუ ოჯახის თანხმობა არაა, მე პერსონალიებზე საუბარი არ შემიძლია ღია ეთერში. ვფლობ […]
“პრაიმტაიმის” დირექტორად ვახო ხუზმიაშვილი დაინიშნა
“პრაიმტაიმს” ეკა მიშველაძე და აკაკი გოგიჩაიშვილიც შეუერთდნენ მედიასაშუალების თქმით, ტელეკომპანია იბერიის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ვახო ხუზმიაშვილი „პრაიმტაიმის“ მულტიმედიური ჯგუფის დირექტორი იქნება. “პრაიმტაიმის” გუნდს ასევე შეუერთდნენ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ყოფილი პრესსპიკერი, ჟურნალისტი ეკა მიშველაძე და “იბერიისა” და “რუსთავი 2”-ის ყოფილი ჟურნალისტი აკაკი გოგიჩაიშვილი. „პრაიმტაიმი“ ახალ სახეებთან ერთად მასშტაბურ პროექტებს იწყებს, რომლის შესახებაც დეტალებს […]
კომპოზიტორ მანანა იმედაძის რძალი, 22 წლის სალომე ქემაშვილი, ვირუსით გარდაიცვალა
თბილისში, დაუდგენელი ვირუსით 22 წლის ქალი გარდაიცვალა. 22 წლის სალომე ქემაშვილი ერთი კვირის განმავლობაში თბილისში, პავლოვის ქუჩაზე არსებულ, ინფექციურ საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. “წლინახევრის შვილი დარჩა. საოცარი გოგო იყო. მასზე წარსულში საუბარი მიჭირს. სამედიცინოს სტუნდეტი იყო და მორიგეობდა ხოლმე და სავარაუდოდ იქ შეეყარა ეს ვირუსი,”- აცხადებს ახლობელი, შორენა […]
დავით სერგეენკო გაციებულია
ვინ არის ისრაელში ქალის მიერ მოკლული ქართველი ბიჭი
ისრაელში ქართველი ბიჭი მიშიკო სულაძე, ქართველმა ემიგრანტმა ქალმა მოკლა. ინფორმაცია ამის შესახებ, თავდაპირველად, სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძემ გაავრცელა. როგორც ცნობილი გახდა, ბიჭს ყელის არეში ცივი იარაღით აქვს ჭრილობები მიყენებული. ოჯახს გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების საშუალება არ აქვს საკონსულოს დახმარებას სთხოვს.
ნინო ჩახვაშვილი – “ჩემს შვილს მაღალი სიცხე ჰქონდა, მაგრამ ინფექციურიდან მაინც გაგვწერეს” – რატომ გარდაიცვალა 10 თვის ბავშვი
გორში გარდაცვლილი 10 თვის ბავშვის ცხედარი გვიან ღამით ყვარლის რაიონში გადაასვენეს. ბავშვის გარდაცვალების მიზეზად მშობლები H1N1 ვირუსს გამორიცხავენ. როგორც გარდაცვლილი გოგონას დედა აცხადებს, ბავშვს თავდაპირველად ყვარლის საავადმყოფოში წითელა დაუდგინდა, მოგვიანებით კი ფილტვების უკმარისობის გამო თბილისში გადაიყვანეს. ნინო ჩახვაშვილის თქმით, თბილისის საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ შვილის მკურნალობას სახლში აგრძელებდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა. „ბავშვი ცუდად რომ გახდა, […]
გორში გრიპის გართულებით 35 წლის ქალი გარდაიცვალა
გორში გრიპის გართულებით 35 წლის ქალი გარდაიცვალა. ინფორმაციას რადიო „ფორტუნასთან“ კლინიკა “გორმედის” დირექტორი დავით ყაზაიშვილი ადასტურებს. მისი თქმით, პაციენტი კლინიკაში 5 იანვარს ვირუსული ინფექციით და თანმხლები პრობლემებით შევიდა, რომელსაც შესაბამისი სტაციონარული მომსახურება ჩაუტარდა. „გორმედის“ კლინიკური დირექტორის, დავით ყაზაიშვილის განცხადებით, გარდაცვლილი წარსულში ონკოლოგიური პაციენტი იყო და ასევე, რამდენჯერმე ნაოპერაციები. ჰქონდა თუ არა გარდაცვლილს H1N1 ტიპის ვირუსი, […]
“ღორის გრიპის” ვირუსი ერთი შეკრული ჯგუფის მიერ ორგანიზებული ხელოვნური ეპიდემიაა“
„მე როგორც მსხვერპლს, მაქვს უფლება მქონდეს ჩემი რეაქცია“ ჟურნალისტი ნინო გვაზავა, რომლის 12 წლის შვილი ამ ვირუსით არის დაავადებული, აცხადებს, რომ საქართველოში გავრცელებული ვირუსი ერთი შეკრული ჯგუფის მიერ ორგანიზებული ხელოვნური ეპიდემიაა და ის მოითხოვს, რომ კომპეტენტურმა ორგანოებმა შესაბამისი გამოძიება აწარმოონ. ნინო გვაზავას 12 წლის შვილი დათუნა ხიზანიშვილი, სწორედ ამ ვირუსის გამო არის ჰოსპიტალიზებული და სასიცოცხლოდ […]










