ამირან გამყრელიძე სალომე ქემაშვილის გარდაცვალებაზე – “H1N1-თან ერთად იყო საკმაოდ მძიმე დაავადება”

ამირან გამყრელიძე სალომე ქემაშვილის გარდაცვალებაზე - "H1N1-თან ერთად იყო საკმაოდ მძიმე დაავადება"დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე 22 წლის ქალის, სალომე ქემაშვილის გრიპით გარდაცვალების ფაქტზე პირველ კომენტარს აკეთბს.

მისი თქმით, აღნიშნულ პაციენტთან მიმართებით, H1N1-თან ერთად იყო საკმაოდ მძიმე დაავადება.

“კიდევ ერთხელ მინდა მედიას მოგმართოთ, რომ ქვეყანაში არსებობს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ. ამ კანონის მიხედვით, თუ ოჯახის თანხმობა არაა, მე პერსონალიებზე საუბარი არ შემიძლია ღია ეთერში. ვფლობ ინფორმაციას, სამწუხარო შემთხვევაა, მაგრამ იქ H1N1-თან ერთად იყო საკმაოდ მძიმე დაავადება”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

თბილისში, სავარაუდოდ, “ღორის გრიპის” ვირუსით ახალგაზრდა ქალი გუშინ გარდაიცვალა.

ახალგაზრდა კომეტოზირ მდგომარეობაში რამდენიმე დღის განმავლობაში, ინფექციურ სააცადმყოფოში იყო მოთავსებული.

ნიუპოსტი