კატეგორია: საზოგადოება

თბილისში 41 წლის ქალი ღორის გრიპით დაიღუპა

თბილისში 41 წლის ქალი  ღორის გრიპით დაიღუპა

თბილისში 41 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ ე.წ ღორის გრიპი გახდა. პაციენტმა სამკურნალო დაწესებულებას H1N1-ის ტიპის ვირუსის სიმპტომებით მიაკითხა თუმცა ორკვირიანი მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა. გარდაცვალების ფაქტი წმ. ლაზარეს კლინიკაში დაფიქსირდა. სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლის თქმით, პაციენტს კლინიკაში მისვლისას უკვე გართულებული ფილტვების ანთება ჰქონდა, ამასთან უნივერსალური სიმსუქნის ფონზე ჩამოყალიბდა თირკმლების და გულის უკმარისობაც: „მდგომარეობა მაშინ უკვე იყო […]

მეუფე პეტრე სინოდისთვის გაგზავნილ წერილს ასაჯაროებს

მეუფე პეტრე სინოდისთვის გაგზავნილ წერილს ასაჯაროებს

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე დღეს აცხადებდა, რო გეგმავდა იმ წერილის გასაჯაროებას, რომელიც მან წმინდა სინოდს გასული წლის გაზაფხულზე მისწერა. წერილი, რომელშიც მეუფე ითხოვდა შექმნილიყო კომისია, რომელიც შეაფასებდა სასულიერო პირებისა და საპატრიარქოს სხვა თანამშრომლების განცხადებებს, ცოტა ხნის წინ მისივე კურთხევით მღდელმონაზონმა ანდრიამ გაასაჯაროვა სოციალური ქსელის მეშვეობით.

მეუფე გრიგოლი: ”დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე „დამოკლეს მახვილივითაა“ ეკლესიის თავზე”

მეუფე გრიგოლი: ''დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე „დამოკლეს მახვილივითაა“ ეკლესიის თავზე''

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე „დამოკლეს მახვილივითაა“ ეკლესიის თავზე, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის საშობაო მიმართვაშია ნათქვამი. მისვე განცხადებით, ეკლესიაში ე.წ. კრიზისის გარკვეული ნიშნებია. „ჩვენ კვლავ გვიწევს იმის აღნიშვნა, რომ ეკლესიაში ვხედავთ ე.წ. კრიზისის გარკვეულ ნიშნებს, რომელთა შორისაა თუნდაც დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე, ტრაგიკული ამბავი, რომელიც „დამოკლეს მახვილივითაა“ ეკლესიის თავზე. საერთო ფონს, […]

ალილოს მსვლელობა დაიწყო

ალილოს მსვლელობა დაიწყო

ალილოს მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან ამ წუთებში რუსთველის გამზირის გავლით თავისუფლების მოედანისკენ მიემართებიან, ისინი გაივლიან პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩებს. ალილოს მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დასრულდება. ალილოს მონაწილეები განასახიერებენ ანგელოზებს და მოგვებს, რომელთაც პირველად ეხარა მაცხოვრის დაბადება. ალილოს მონაწილეები გზადაგზა ტკბილეულსა და საჩუქრებს აგროვებენ. ყოვლადწმინდა სამებაში მიტანილი შემოწირულობები შემდეგ ბავშვთა სახლებში, უმწეოთა თავშესაფრებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში […]

ფოთში ღორის გრიპით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

ფოთში ღორის გრიპით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

ფოთში, 40 წლამდე ქალი სავარაუდოდ H1N1 ვირუსით გარდაიცვალა. იგი ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში მწვავე რესპირატორული ინფექციით, პნევმონიითა და და სუნთქვის უკმარისობით მოათავსეს. ექიმების ინფორმაციით, ჩატარებული ანტივირუსული მკურნალობის მიუხედავად პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და 6 იანვარს დაიღუპა. ამ დროისთვის სამედიცინო ცენტრში რესპირატორული ინფექციის სიპტომით 11 ადამიანი მკურნალობს. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ე.წ.ღორის გრიპით 9 ადამიანია გარდაცვლილი. მეტრონომე.გე

მიხეილ გიორგაძე თურქეთის კლინიკიდან გაწერეს

მიხეილ გიორგაძე თურქეთის კლინიკიდან გაწერეს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე თურქეთიდან საქართველოში მიმდინარე კვირაში დაბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს. მინისტრის პირველი მოადგილე საავადმყოფოდან 4 იანვარს გაწერეს. გიორგაძე 18 ნოემბერს, გამთენიისას ავარიაში მოყვა. შემთხვევა ყვარელში მოხდა. მიხეილ გიორგაძე საჭესთან თავად იჯდა და მანქანაშიც მარტო იყო. ის ხეს შეეჯახა. მას მრავლობითი მოტეხილობა და მძიმე დაზიანებები ჰქონდა. ის საქართველოდან […]

გია ჩილაშვილი – “ჩემს შვილს მარტო ჰაერის უკმარისობა ჰქონდა და მე მკვდარს მატანთ?!”

გია ჩილაშვილი - "ჩემს შვილს მარტო ჰაერის უკმარისობა ჰქონდა და მე მკვდარს მატანთ?!"

ფილტვების ანთებით ჰოსპიტალიზირებული 25 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია. ოთარ ჩილაშვილს, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსი გაურთულდა. თუმცა, დამატებითი კვლევებით უნდა დაზუსტდეს არის თუ არა ეს ვირუსი H1N1 შტამის. ახალგაზრდა მამაკაცი კი კვლავაც რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და სიკვდილს ებრძვის. ოჯახის წევრების თქმით, ის რუსთავიდან თბილისში 29 დეკემბერს გადმოიყვანეს. ოთარ ჩილაშვილის მამა, გია ჩილაშვილი საავადმყოფოში არსებულ მდგომარეობას კრიტიკულად აფასებს. გია ჩილაშვილის მტკიცებით, მისი შვილის ჯანმრთელობის […]

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის საშობაო ეპისტოლე. „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო: საუკუნეებიდან საუკუნეებს გადაეცემოდა მოლოდინი იმისა, რომ ,,მუცლად იღებს ქალწული და შობს ძეს და უწოდებს სახელად ემანუელს,” რაც ნიშნავს ,,ჩვენთან არს ღმერთი” (ესაია 7,14) და რომ […]

ინციდენტი რუსთავში – მოსახლეობა მგზავრობის ფასის ზრდას აპროტესტებს – ვიდეო

ინციდენტი რუსთავში – მოსახლეობა მგზავრობის ფასის ზრდას აპროტესტებს - ვიდეო

რუსთავის მოსახლეობა თბილისი-რუსთავის მიკროავტობსით მგზავრობის გაძვირებას აპროტესტებს. ისინი ძველი ტარიფის, 1.50 ლარის დატოვებას ითხოვენ. რუსთავის მერმა რამდენიმე დღის განაცხადა, რომ მძღოლებმა ტარიფი თვითნებურად გაზარდეს და მოუწოდა მგზავრებს არ გადაიხადონ 2 ლარი და გადაიხადონ მხოლოდ ლარნახევარი. აქციის მონაწილეებმა მერს მოსთხოვეს, რომ 1.50 ლარის აღმნიშვნელი ფურცელი თავად გაეკრა მიკროავტობუსში, რაც ირაკლი ტაბაღუამ შეასრულა და ერთ-ერთ სამარშრუტო ტაქსში […]

საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები დაბა ჩოხატაურში, სამხრეთ-აღმოსავლეთით 17კმ-ში, სოფელ ჩხაკოურაში დაფიქსირდა. მისძვრის სიმძლავრემ 3,5 მაგნიტუდა შეადგინა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ინფორმაციით, მიწისძვრა დღეს, 16:35 საათზე დაფიქსირდა.