“პრაიმტაიმს” ეკა მიშველაძე და აკაკი გოგიჩაიშვილიც შეუერთდნენ
მედიასაშუალების თქმით, ტელეკომპანია იბერიის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ვახო ხუზმიაშვილი „პრაიმტაიმის“ მულტიმედიური ჯგუფის დირექტორი იქნება. “პრაიმტაიმის” გუნდს ასევე შეუერთდნენ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ყოფილი პრესსპიკერი, ჟურნალისტი ეკა მიშველაძე და “იბერიისა” და “რუსთავი 2”-ის ყოფილი ჟურნალისტი აკაკი გოგიჩაიშვილი.
„პრაიმტაიმი“ ახალ სახეებთან ერთად მასშტაბურ პროექტებს იწყებს, რომლის შესახებაც დეტალებს ჩვენი მკითხველი და მაყურებელი უახლოეს დღეებში შეიტყობს.
ipress.ge

