კატეგორია: საზოგადოება

“5 წუთი იყო წყლის ქვეშ” – ირაკლი ონიანმა 15 წლის ბავშვი დახრჩობას გადაარჩინა

“ქუთაისელებმა” ფეისბუქში დაწერა: გმირი რომელმაც 15 წლის ბავშვი დახრჩობას გადაარჩინა – ირაკლი ონიანი. 11 ივნისს წყალწითელაზე ბავშვის სიცოცხლე იხსნა და გადაარჩინა ირაკლი ონიანმა და მისმა მეგობრებმა.მათ დროულად მოახერხეს ბავშვის ამოყვანა მღვრიე წყლიდან. ბავშვი დაახლოებით 5 წუთი იმყოფებოდა წყლის ქვეშ , მაშინ როდესაც ყველას მკვდარი ეგონა ბავშვი, ირაკლი მაინც არ დანებდა და 8 წუთის განმავლობაში ხელოვნური […]

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა დღეს, თბილისის დროით 05:09 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრე 4.0 მაგნიტუდას შეადგენდა.

„მსაჯს ესროლა ბოთლი და ფეხბურთელს მოხვდა“ – ცემა-ტყეპა ხაშურის სტადიონზე

ხელჩართული ჩხუბი ხაშურის სტადიონზე –  მატჩის დროს ფეხბურთელს თავში ბოთლი ესროლეს და გონება დაკარგა. სანდრო ხაჩიძე ამ დრომდე ჰოსპიტალიზირებულია. ინციდენტი ხაშურის „ივერიასა” და გლდანის „გლდანს” შორის, საფეხბურთო მატჩის დამატებითი დროის ბოლო წუთს მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთმა გულშემატკივარმა სტადიონზე მინის ბოთლი ისროლა, რომელიც სტუმრების მეკარემ აიღო და ტრიბუნისკენ გაისროლა. გასროლილი ბოთლი ხაშურის ივერიას ფეხბურთელს სადრო ხაჩიძეს […]

საქართველოში „მაიმუნის ყვავილის” პირველი შემთხვევა დადასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევების შედეგად, საქართველოში  „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. „პაციენტს ვირუსის მსუბუქი ფორმა აღენიშნებოდა და შესაბამისი მკურნალობის შემდეგ, მალევე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან. მას აქვს ევროპაში მოგზაურობის ისტორია. ასევე მიმდინარეობდა კონტაქტებზე დაკვირვება და არცერთ შემთხვევაში კლინიკური ნიშნები არ გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, საჭიროების შემთხვევაში, გააგრძელებს საეჭვო […]

„უფალი გეტყვის, რაის ევროკავშირი მოდი ერთი აქ და რას ლაპარაკობდი…“ – მეუფე სტეფანე

ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე ქადაგებისას განაცხადა: „მთელი დღე და ღამე ტელევიზიაში იგინებოდა და ხელს ურტყამდა ის ერთი კაცი, ვიცით ჩვენ, ნაპროკურალი და ის პოლიტპატიმარია  და ეხლა ვიღაცამ რაღაცა უთხრა ქუჩაში რომ მიდიოდნენ უკეთურ ხალხს და უთხრა რაც ეკუთვნოდა და დაიჭირეს იმიტომ, რომ იქიდან ნაბრძანებია, ჰყავთ პატრონები, უფალს პატრონად არ მიიჩნევენ, ის, ვინც უცხო ენაზე ლაპარაკობს […]

იაგო ხვიჩია – „მოვიწყინე პარლამენტში, ჩემი მოტივაცია არის მოგება“

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის დეპუტატი იაგო ხვიჩია კულინარიულ შოუში იღებს მონაწილეობას. „მოვიწყინე პარლამენტში, მე ვარ ადამიანი რომელსაც გართობა უყვარს, ეს პარლამენტი არ არის კაი გასართობი, მეტს ველოდი.. ჩემი მოტივაცია არის სწავლა და მოგება“, – ამბობს ხვიჩია.

გოგა ხაინდრავა – “ესენი ჯოჯოხეთში ცხოვრობენ…”

“ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ეს რაც ხდება, ეს ჯოჯოხეთი, რისი მოწმენი ვართ ყველანი… მინდა ვუთხრა “ტვ პირველის” წარმომადგენელს, ჯოჯოხეთში ცხოვრობენ, ჯოჯოხეთს სჩადიან და ჯოჯოხეთს უწყობენ საკუთარ ქვეყანას და ხალხს” – ამის შესახებ გოგა ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ “კვირის” პრესკლუბში განაცხადა. პალიტრა 

„დედ-მამა სიკვდილს ნატრობს“ – რას ამბობს დები ზარანდიების მამიდა

7 წლის წინ, 13 ივნისის ღამეს მომხდარმა სტიქიამ რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მათ შორის იყვნენ დები, ინდირა და ლიზა ზარანდიები. 22 წლის ინდირა რადიო “საქართველოს ხმაში” მუშაობდა და მალე დაქორწინებას აპირებდა, 25 წლის ლიზა კი სტომატოლოგი გახლდათ. ოჯახისთვის დღეს უმძიმესი დღეა. გოგონები სახლთან ახლოს ხობში, სოფელ გურიფულში დაკრძალეს. მშობლებისთვის ყოველი დღე მათ საფლავზე გასვლით და […]

ფოთში მოსახლეობამ პორტთან მისასვლელი გზა გადაკეტა

ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრებმა დევნილებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. შეკრებილებმა ფოთის პორტთან მისასვლელი გზა გადაკეტეს. მათი განცხადებით, პორტის ტერიტორიაზე ღია წესით ჯანმრთელობისთვის საზიანო ტვირთების დამუშავება ხდება, რის გამოც მოსახლეობას, მათ შორის ბავშვებს ჯანმრთელობის პრობლემები ექმნებათ. 100-მდე ოჯახი ჯანმრთელობისათვის საშიში ზონიდან გასახლებას და ადეკვატურ კომპენსაციას მოითხოვს. მათი თქმით, პრემიერ-მინისტრი წინასაარჩევნოდ პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა, თუმცა პირობა ამ […]

გორში არასრულწლოვნებმა პრეზერვატივების ყუთი მოიპარეს

გორში, არასრულწლოვნებმა მაღაზიიდან პრეზერვატივები მოიპარეს. შემთხვევა ნიკორაში, 10 ივნისს საღამოს საათებში მოხდა. ფაქტი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსრა. ინდენტიფიცირებულა ის პირი, ვინც იმ მომენტში დახლიდან ყუთი აიღო: ,,საღამოს საათებში ბევრი ხალხი ტრიალებდა, ეს ბავშვებიც რამდენჯერმე შემოვიდნენ-გავიდნენ.კამერამ დააფიქსირა, როგორ აიღეს ყუთი” – ამბობენ ნიკორაში. მაღაზიაში მივიდა მოზარდის მამა, რომელმაც განაცხადა, რომ წაღებული ნივთების თანხას გადაიხდის. როგორც მაღაზიაში გვითხრეს, […]