„მსაჯს ესროლა ბოთლი და ფეხბურთელს მოხვდა“ – ცემა-ტყეპა ხაშურის სტადიონზე

„მსაჯს ესროლა ბოთლი და ფეხბურთელს მოხვდა“ - ცემა-ტყეპა ხაშურის სტადიონზეხელჩართული ჩხუბი ხაშურის სტადიონზე –  მატჩის დროს ფეხბურთელს თავში ბოთლი ესროლეს და გონება დაკარგა. სანდრო ხაჩიძე ამ დრომდე ჰოსპიტალიზირებულია.

ინციდენტი ხაშურის „ივერიასა” და გლდანის „გლდანს” შორის, საფეხბურთო მატჩის დამატებითი დროის ბოლო წუთს მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთმა გულშემატკივარმა სტადიონზე მინის ბოთლი ისროლა, რომელიც სტუმრების მეკარემ აიღო და ტრიბუნისკენ გაისროლა. გასროლილი ბოთლი ხაშურის ივერიას ფეხბურთელს სადრო ხაჩიძეს მოხვდა.  ადგილზე სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ მოედანზე გულშემატკივრები შეცვივდნენ და ფეხბურთელების გაშველებას შეეცადნენ.

ხაშურის “ივერიის” მწვრთნელი ირწმუნება, რომ გლდანის ფეხბურთელების და გულშმეტაკივრების მხრიდან მთელი მატჩის განმავლობაში პროვოკაციას ჰქონდა ადგილი.

“მიდითო, „დავაიო” და გაუშვეს ბოთლები. ისეთი “პივა” ხაშურში საერთოდ არ მინახავს მე. შუშის ბოთლი იყო და მოხვდა ბავშვს. მსაჯს ესროლა და ამას მოხვდა,- ამბობს მწვრთნელი. მომხდარის გამო,  შესაძლოა, ფეხბურთის ფედერაციამ ორივე საფეხბურთო კლუბს დისკვალიფიკაცია მისცეს.