გორში არასრულწლოვნებმა პრეზერვატივების ყუთი მოიპარეს

გორში, არასრულწლოვნებმა მაღაზიიდან პრეზერვატივები მოიპარეს.

შემთხვევა ნიკორაში, 10 ივნისს საღამოს საათებში მოხდა.

ფაქტი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსრა. ინდენტიფიცირებულა ის პირი, ვინც იმ მომენტში დახლიდან ყუთი აიღო:

,,საღამოს საათებში ბევრი ხალხი ტრიალებდა, ეს ბავშვებიც რამდენჯერმე შემოვიდნენ-გავიდნენ.კამერამ დააფიქსირა, როგორ აიღეს ყუთი” – ამბობენ ნიკორაში.

მაღაზიაში მივიდა მოზარდის მამა, რომელმაც განაცხადა, რომ წაღებული ნივთების თანხას გადაიხდის.

როგორც მაღაზიაში გვითხრეს, რაოდენობრივად ბევრია წაღებული.