დედა თამარი: „თუ ამოიღებ ხმას, დაზარალდებიო… რისი უნდა მეშინოდეს, ერთი შვილი მყავდა და მაგისნაირებმა უკვე ჩამიწვინეს მიწაში“

დედა თამარი: „თუ ამოიღებ ხმას, დაზარალდებიო... რისი უნდა მეშინოდეს, ერთი შვილი მყავდა და მაგისნაირებმა უკვე ჩამიწვინეს მიწაში“ჯვრის მამის მონასტერში მოღვაწე დედა თამარი აცხადებს, რომ პატრიარქის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ მისი მკურნალობა საპატრიარქოს ფონდიდან დაფინანსებულიყო, არ სრულდება.

სასულიერო პირი საპატრიარქოსა და მეუფე იაკობის წინააღმდეგ განცხადებას ავრცელებს.
– თუ ამოიღებ ხმასო, მითხრეს დაზარალდები ძალიანო. სიცოცხლესაც არ ვითხოვ, ვითხოვ ტკივილის შემსუბუქებას. დანიშნული მაქვს ნარკოტიკები, იმდენად მძიმე ტკივილები მაქვს. მეუბნებიან რა მოხდაო, იტანო შენო… მეუფე იაკობმა თქვა, ძალიან განერვიულებული ვარ, ვიღაცამ გამანერვიულა, (მაგას აქვს ეხლა თავის საქმეები პატრიარქობა უნდა), თან შემომითვალა, რომ მე მაგას ბევრ რამეში დავეხმარეო… ვისაც უნდა დაუბაკუნოს ფეხი. მე რისი უნდა მეშინოდეს, ერთი შვილი მყავდა და მაგისნაირებმა უკვე ჩამიწვინეს მიწაში,  – ამბობს დედა თამარი.
დედა თამარს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, მას დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია და მუდმივად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა სჭირდებას, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო ის მკურნალობის გაგრძელებას სამი თვეა ვერ ახერხებს.