გორის მერიის ორგანიზაციას, საიდანაც ფულს ტოტალიზატორებში რიცხავდნენ, მეხი დაეცა

გორის მერიის ორგანიზაციას, საიდანაც ფულს ტოტალიზატორებში რიცხავდნენ, მეხი დაეცაგორის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის შენობას, სადაც ბიტკოინების ქარხანა იყო მოწყობილი და ბიუჯეტის ფულს ტოტალიზატორებში რიცხავდნენ, მეხი დაეცა.

დაზიანდა ელექტრომოწყობილობები და WiFi-ის მიმღები აპარატურა. საბიუჯეტო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ზარალი 100 ლარამდეა და კომპიუტერი, პრინტერი და სხვა მოწყობილობები უკვე შეაკეთეს.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში აღნიშნულ შენობას მეხი უკვე მესამედ დაეცა, რასაც მეხამრიდის არარსებობას უკავშირებენ და ამბობენ, რომ პრობლემის თავიდან აცილების მიზნით მუშაობენ.