პარლამენტი საცობების შესახებ კანონს მიიღებს

პარლამენტი საცობების შესახებ კანონს მიიღებსსაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები განიხილა, რომლის მიზანსაც თბილისში მოძრაობის განტვირთვა და მოწესრიგებაა.
ცვლილებები დედაქალაქის მთავრობის უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებს, კერძოდ: გასცეს ნებართვა მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით გადაყვანაზე, დაადგინოს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქუჩების ჩამონათვალი, სადაც ავტობუსები გაჩერდებიან მხოლოდ გაჩერებებზე. წარმოდგენილი ცვლილებებით, თბილისში ტრანზიტული მოძრაობის წესის დარღვევაზე ჯარიმა 20 ლარიდან 500 ლარამდე იზრდება.

დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სატვირთო და სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობა იმ დროის შუალედში, რომელსაც საკრებულო დაუშვებლად ცნობს, მძღოლის 100 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. ასევე 100 ლარით დაჯარიმდებიან ავტობისებისა და მიკროავტობუისების მძღოლები, რომლებიც გაჩერების წესს დაარღვევენ. ულიცენზიო ტაქსებზე კი ჯარიმა 200 ლარით განისაზღვრება.