ამ დროისთვის ხანძარის ძირითადი კერები ლოკალიზებულია, თუმცა ჯერ მაინც ვერ ხერხდება მისი ლიკვიდირება. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, მხოლოდ მცირედი დაზიანება მიიღო რამდენიმე ადამიანმა და მათ დახმარება სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილზე აღმოუჩინა. ადგილზე იყო განთავსებული დიზელის ავზები, თუმცა მისი გამოტანა დროულად მოხერხდა და აალების საშიშროება აღარ არსებობს. ხანძრის შედეგად დამწვარია 2000 კვადრატული მეტრი. ადგილზე იმყოფებიან შს […]
კატეგორია: საზოგადოება
თერგის ბაზრობაზე კალაძე მივიდა – “მათხოვარია ეს მთავრობა” – ვიდეო
თბილისის მერი კახა კალაძე თერგის ბაზრობაზე მივიდა, სადაც ამ წუთებში ხანძრის ჩაქრობას 35-მდე სახანძრო ბრიგადა ცდილობს. მას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. ხანძარი ბაზრობის თითქმის მთლიან ობიექტზეა გავრცელებული. თევდორე მღვდლის ქუჩაზე მანქანების მოძრაობა დროებით აკრძალულია. ხანძრის გამოწვევი მიზეზი და გავრცელების არეალი ჯერ უცნობია. ძლიერი ხანძარი 2000 კვადრატულ მეტრზეა მოდებული, სახანძრო სამაშველო ჯგუფები ვერ ახერხებენ ხანძარის ჩაგქრობას, ადგილზე […]
ტატუნაშვილის ახლობლებმა სოფელ ნატახტართან გზა გადაკეტეს
საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ახლობლები და თანასოფლელები სოფელ ნატახტართან შეიკრიბნენ და გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეები ოკუპირებული ტერიტორიიდან ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ გადმოსვენებამდე არ დაიშლებიან. ისინი ხელისუფლებას 19:00 საათამდე აძლევენ დროს, რომ მათ პრობლემაზე ზუსტი პასუხი მიიღონ. ისინი მთავრობის წევრების წილკანში ჩასვლას ითხოვენ.
გია მაისაშვილი გარდაიცვალა
სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი წერს, რომ მძიმე ავადმყოფობის შედეგად, ქართველი პოლიტოლოგი გია მაისაშვილი, 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. პოლიტიკოსსა და ეკონომისტს უმძიმესი დიაგნოზი: ტვინის სიმსივნე რამდენიმე წლის წინ დაუდგინდა. მაისაშვილი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ცდილობდა მძიმე დიაგნოზთან გამკლავებას. ნიუპოსტი გია მაისაშვილის ოჯახი – “გიას თბილისში ჩამოყვანა ჯდება $160,000… ფული არავის ჩაურიცხოთ”
დღეს ავსტრიიდან ქართული ოჯახის დეპორტაცია იგეგმება – ოჯახის დედამ თავის მოკვლა სცადა
ავსტრიიდან, ტალჰაიმ-ბაი-ველსში მცხოვრები ოთხსულიანი ქართული ოჯახის დეპორტაცია იგეგმება. ისინი საქართველოში დღეს უნდა გაადეპორტონ, – ამის შესახებ ავსტრიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ORF იუწყება. როგორც ORF აღნიშნავს, ქალაქის მერმა ანდრეას სტოკინგერმა ქართული ოჯახის მხარდამჭერი კამპანიაც მოაწყო, რათა ისინი ქალაქში დარჩნენ. ის ოჯახს მას შემდეგ იცნობს, რაც ისინი სამი წლის წინ ტალჰაიმ-ბაი-ველსში დასახლდნენ. „ჩვენ ასეთი ოჯახები უნდა გამოვიყენოთ. მშვენიერი […]
ივანიშვილი ხის გადასატანად გურიაში სკოლას ანგრევს
სოფელ ბუკისციხის ერთადერთი სკოლის შენობა შესაძლოა დაანგრიონ. აქ სასწავლო პროცესის შეწყვეტის განკარგულება განათლების სამინისტრომ გასცა. მიზეზად კი შენობის ავარიული მდგომარეობა დასახელდა. სკოლის ავარიულობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა არ უნახავს და სკოლის დირექტორს. ის ვარაუდობს, რომ შენობა უსაფრთხოა და ამ ტერიტორიით კონკრეტული პირები არიან დაინტერესებული. ის რომ სოფლის ერთადერთი საჯარო სკოლის დანგრევით ადგილობრივი ხელისუფლებაა დაინტერესებული, ამას პედაგოგებიც […]
ილია მეორე – ეკლესია მართლმადიდებელი რომ არ ყოფილიყო, ძნელი წარმოსადგენია, რა იქნებოდა საქართველო
ეკლესია მართლმადიდებელი რომ არ ყოფილიყო, ძნელი წარმოსადგენია, რა იქნებოდა საქართველო, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. ან მრევლს მართმადიდებლობის ზეიმი მიულოცა. – დღეს არის მართლმადიდებლობის ზეიმი. უფალი იესო ქრისტე ბრძანებს: “კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან […]
“გერმანელებმა ბილეთი გვიყიდეს, 1.350 ევრო მოგვცეს და გამოგვაგდეს” – რას ჰყვება გერმანიიდან ახლახან გამოშვებული ოჯახი
20 თებერვალს გერმანიიდან საქართველოს 65 მოქალაქე გამოაძევეს. გერმანიაში საქართველოს საკონსულოს განცხადებით, ქვეყანა დაატოვებინეს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზოდ ყოფნის პირობები ჰქონდათ დარღვეული. ამ ამბავიდან რამდენიმე დღეში, ცნობილი გახდა, რომ გერმანია არალეგალ ქართველებს სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების შემთხვევაში 3.000 ევრომდე ფულად მხარდაჭერას სთავაზობს. აღნიშნული მხარდაჭერა ვრცელდება საქართველოს მხოლოდ იმ მოქალაქეებზე, ვინც გერმანიაში უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე, 2017 […]
26 თებერვლიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება
26 თებერვალს საქართველოს უმეტეს რაიონებში წვიმაა მოსალოდნელი, მაღალმთაში კი მოთოვს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, 25 თებერვალს ქვეყნის უმეტეს რაიონებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ცალკეულ რაიონებში 13–18 გრადუსი იქნება. 26 თებერვალს საქართველოს უმეტეს რაიონებში იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 13–18 მეტრი წამში. დასავლეთ […]
ვარკეთილში 24 წლის ბიჭმა გულში დანა დაირტყა და თავი მოიკლა
ვარკეთილის დასახლებაში მცხოვრებმა კაცმა თავი მოიკლა. არსებული ინფორმაციით, 24 წლის ახალგაზრდამ გულში დანა დაირტყა და ადგილზე გარდაიცვალა. ერთ-ერთი ვერსიით, თვითმკვლელობის მიზეზი შესაძლოა ოჯახური კონფლიქტი და ცოლთან დაპირისპირება გამხდარიყო, რასაც გარდაცვლილის ნათესავები არ ადასტურებენ. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა. გარდაცვლილი , რომელიც წარმოშობით გურჯაანის სოფელ ვაზისუბნიდან იყო, შვილთან და მეუღლესთან ერთად თბილისში ცხოვრობდა. იმედინიუსი










