ტატუნაშვილის ახლობლებმა სოფელ ნატახტართან გზა გადაკეტეს

ტატუნაშვილის ახლობლებმა სოფელ ნატახტართან გზა გადაკეტესსაოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ახლობლები და თანასოფლელები სოფელ ნატახტართან შეიკრიბნენ და გზა გადაკეტეს.

აქციის მონაწილეები ოკუპირებული ტერიტორიიდან ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ გადმოსვენებამდე არ დაიშლებიან.

ისინი ხელისუფლებას 19:00 საათამდე აძლევენ დროს, რომ მათ პრობლემაზე ზუსტი პასუხი მიიღონ.

ისინი მთავრობის წევრების წილკანში ჩასვლას ითხოვენ.