,,თერგის“ ბაზრობაზე” ამ დროისთვის ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია

,,თერგის“ ბაზრობაზე" ამ დროისთვის ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულიაამ დროისთვის ხანძარის ძირითადი კერები ლოკალიზებულია, თუმცა ჯერ მაინც ვერ ხერხდება მისი ლიკვიდირება. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, მხოლოდ მცირედი დაზიანება მიიღო რამდენიმე ადამიანმა და მათ დახმარება სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილზე აღმოუჩინა.

ადგილზე იყო განთავსებული დიზელის ავზები, თუმცა მისი გამოტანა დროულად მოხერხდა და აალების საშიშროება აღარ არსებობს.

ხანძრის შედეგად დამწვარია 2000 კვადრატული მეტრი.

ადგილზე იმყოფებიან შს სამინისტროს თანამშრომლები. მას შემდეგ რაც მოხდება ხანძრის ლიკვიდაცია, ადგილზე შესწავლას დაიწყებენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

მოვაჭრეები გამორიცხავენ, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზი ყოფილიყო ელექტროსისტემა, მათი თქმით, ის რამდენიმე ხნის წინ გამოიცვალა. მოვაჭრეებს ხანძრის შეგნებულად გაჩენაზეც საუბრობენ. მოვაჭრეების თქმით, ზარალი ათიათასობით ლარია. ისინი ამბობენ, რომ აქვთ საბანკო კრედიტები და სწორედ ეს სავაჭრო ობიექტები იყო მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო. ისინი ვარაუდობენ, რომ ადგილზე იგეგმება სხვა შენობის აშენება და ხანძარი მიზანმიმართულად გააჩინეს.

ნიუპოსტი