პარლამენტის წევრი, მწვანეთა პარტიის ლიდერი გია გაჩეჩილაძე “ახალ თაობასთან” აცხადებს, რომ მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ პარლამენტი და ქვეყანა ცუდ დღეში ჩააგდო. გია გაჩეჩილაძე: – მწვანეთა პარტიის დამოკიდებულება ნარკოტიკებთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ცნობილია. ჯერ კიდევ 2009 წელს ერთადერთი პარტია ვიყავით ჩვენ, რომელმაც გამოაქვეყნა ოფიციალური მონაცემები სააკაშვილის ხელისუფლების ნარკობიზნესთან კავშირების შესახებ. მაშინდელმა ხელისუფლებამ საქართველო გადააქცია ჰეროინის ტრანზიტულ […]
კატეგორია: საზოგადოება
ელენე ახვლედიანის ოჯახს ბინის დასატოვებლად ერთთვიანი ვადა მისცეს
ელენე ახვლედიანის ოჯახს საცხოვრებელი ბინის დასატოვებლად აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ერთთვიანი ვადა მისცა. ვაკეში კავსაძის ქუჩაზე მდებარე ოთხოთახიან სახლში დღეს ახვლედიანის შთამომავლების გამოსახლების მიზნით აღმასრულებელი პოლიცია იყო მისული. კრედიტორებსა და ოჯახს შორის აღსრულების ეროვნული ბიუროს მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახურის წარმომადგენლების თანდასწრებით შეხვედრა გაიმართა. კრედიტორის თანხმობის საფუძველზე გადაწყდა, რომ ახვლედიანებმა სახლი ერთ თვეში უნდა დაცალონ. საქართველოს სახალხო […]
”თბილისი მოლის” ”კარფურში” დამზადებულმა ქათმის სენდვიჩებმა 16 ადამიანი მოწამლა
მოქალაქეების ნაწილი, რომელმაც „თბილისი მოლში“ მდებარე „კარფურში“ დამზადებული ქათმის სენდვიჩი მიიღო, ინფექციური პათოლოგიის ცენტრში მკურნალობს, ნაწილი კი ბინაზე უკვე გაეწერა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელმა, საკვების მიერ დაავადებათა სამმართველოს უფროსმა ლევან ბაიდოშვილმა განუცხადა. მისი თქმით, 21 იანვარს, ქათმის სენდვიჩის მიღების შემდეგ უკუჩვენებები, საერთო ჯამში, 16 ადამიანს დაუფიქსირდა. დაახლოებით, 8-10 საათიან პერიოდში გამოვლინდა პირველი […]
საბედისწერო შემთხვევას 800 ბავშვის სიცოცხლე გადაურჩა
თბილისის N19, N84 და N125-ე საბავშვო ბაგა-ბაღების ხელმძღვანელობამ, ფუნქციონირების შეწყვეტის გამო, 4 დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს აღსაზრდელების ახლომდებარე საბავშვო ბაღებში გადაანაწილება. 800 ბავშვის გადანაწილების პროცესი ორშაბათს, 29 იანვარს უნდა დასრულდეს. თბილისის N19, N84 და N125-ე ბაგა -ბაღების დირექტორებმა ფუნქციონირების შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია გუშინ საღამოს, ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელისგან, კახა გვანცელაძისგან შეიტყვეს. თბილისის მერიამ ბაღების ფუნქციონირების შეწყვეტის […]
კვიპროსის მთავრობამ კვიპროსში ქართული მონასტრის ასაშენებლად საქართველოს 12.595 კვ.მ მიწა აჩუქა
კვიპროსის მთავრობის და კვიპროსის ეკლესიის მთავარეპისკოპოს ხრიზოსტომოს II-ის გადაწყვეტილებით საქართველოს, კვიპროსის რესპუბლიკაში სამონასტრო მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ გადმოეცა. კვიპროსის რესპუბლიკაში, კვიპროსის ეკლესიისა და კვიპროსის სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, საქართველოს 12.595 კვ.მ მიწის ფართობი უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადმოეცა, სადაც ევროპაში ყველაზე მასშტაბური ქართული სამონასტრო კომპლექსი აშენდება. დიალოგი მხარეებს შორის აღნიშნული ქონების საქართველოს მხარისათვის საჩუქრად გადმოცემის თაობაზე რამოდენიმე წელი მიმდინარეობდა და დოკუმენტს […]
შაშკინი – ”რელიგიის ისტორიის სკოლებში დანერგვა განათლების სამინისტროსთვის შეუძლებელია“
მიმდინარე კვირის რეზონანსული საკითხია რელიგიის ისტორიის, როგორც საგნის, სკოლებში დანერგვა. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა. განათლების სამინისტრო გამოდის ინიციატივით, მოხდეს ამ საგნის დანერგვა სკოლებში. საზოგადოებას არაერთგვაროვანი რეაქცია აქვს აღნიშნულთან მიმართებით. განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი „ნიუპოსტთან“ საუბრისას იმ რისკებზე საუბრობს, რომლებიც ამ ინიციატივის განხორციელებამ შესაძლოა გამოიწვიოს. – ამ წუთისთვის ეროვნული სასწავლო […]
“სააფთიაქო მაფიას ხელისუფლება მფარველობს”
თორნიკე შარაშენიძე: “წამლები კვირაში ერთხელ ძვირდება” “ახალი თაობის” კითხვებს თორნიკე შარაშენიძე პასუხობს. – ბატონო თორნიკე, კახა ოქრიაშვილის განცხადებებმა 10-ლარიან მედიკამენტებთან დაკავშირებით მოსახლეობის დიდი აღშფოთება გამოიწვია. ამ თემას თქვენც გამოეხმაურეთ და აცხადებთ, რომ ამ ქვეყანას სააფთიაქო-სამედიცინო მაფია ღუპავსო. რას გულისხმობთ? რა ხდება სააფთიაქო-სამედიცინო ქსელში? – აშკარაა, სახეზე არის გარიგება სადაზღვევო კომპანიებსა და აფთიაქებს შორის, რომ პაციენტებს […]
რადიო თავისუფლების ქართულ ბიუროს რუსთავი 2-თან თანამშრომლობას აიძულებენ
„რადიო თავისუფლების“ ცენტრალურ ოფისი ქართულ ბიუროზე ზეწოლას ახდენს და მას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან თანამშრომლობას აიძულებს, – წერს 1tv ორგანიზაციაBBG Watch-ზე დაყრდნობით. აღნიშნული ორგანიზაცია აშშ-ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული მედიასაშუალებების მუშაობას უწევს მონიტორინგს. BBG Watch-ის ინფორმციით, „რადიო თავისუფლების“ ქართული სამსახური ზეწოლას წინააღმდეგობას უწევს და აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში „რადიო თავისუფლება“ საქართველოში ნდობას დაკარგავს. „რუსთავი 2“ მრავალი ქართველის მიერ აღიქმება, […]
არასწორად დამონტაჟებული წყალგამაცხელებლების ექსპლუატაციის გამო, წელს 10 ადამიანი გარდაიცვალა
მიმდინარე წელს, ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული წყალგამაცხელებლებისა და გაუმართავი საკვამლე მილების ექსპლუატაციის გამო, გარდაცვლილია 10 ადამიანი, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ყაზტრანსგაზ-თბილისიდან“ აცნობეს. მათივე ინფორმაციით, 10-დან 3 შემთხვევაში, ნორმების დარღვევით დამონტაჟებული წყალგამაცხელებლების საკვამლე მილებში აღმოჩნდა ჩიტის ბუდეები. – მიმდინარე წლის სტატისტიკით ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული წყალგამაცხელებლების და გაუმართავი საკვამლე მილების ექსპლუატაციით გამოწვეული უბედური შემთხვევების შედეგად გარდაცვლილია […]
თბილისის 152-ე ბაგა-ბაღის პედაგოგს ტუბერკულოზის ნიშნები დაუფიქსირდა
თბილისის 152-ე ბაგა-ბაღის ერთ-ერთ პედაგოგს დაუფიქსირდა ტუბერკულოზის ნიშნები, აღსაზრდელები, რომელთაც პედაგოგთან შეხება ჰქონდათ, სპეციალურ შემოწმებას გაივლიან, – ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი. მათივე ინფორმაციით, ბაღის პედაგოგს უტარდება სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევა, რომლის საფუძველზეც დაენიშნება შესაბამისი მკურნალობის კურსი. – თბილისის 152-ე ბაგა-ბაღის ერთ-ერთ პედაგოგს დაუფიქსირდა ტუბერკულოზის ნიშნები. ბაღის პედაგოგს უტარდება სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევა, რომლის საფუძველზეც დაენიშნება […]










