კატეგორია: საზოგადოება

სვანეთში ამირან დევნოზაშვილს 8 შვილი სახლში ჰყავს გამოკეტილი – მათ სკოლაში არასდროს უვლიათ

სვანეთში ამირან დევნოზაშვილს 8 შვილი სახლში ჰყავს გამოკეტილი - მათ სკოლაში არასდროს უვლიათ

სვანეთში მამას 8 შვილი უკვე წლებია, სახლში ჰყავს გამოკეტილი. ამირან დევნოზაშვილს სამი ვაჟი და 5 ქალიშვილი ჰყავს. მათგან ყველაზე უფროსი – გოგონა 21 წლისაა, უმცროსი ბიჭი კი – 7-ის. მათ არც სკოლაში და არც საბავშვო ბაღში არასდროს უვლიათ. მამას მიაჩნია, რომ საზოგადოებისგან მხოლოდ ცუდს ისწავლიან. დევნოზაშვილს სახლიდან შორ მანძილზე მხოლოდ ორი შვილი გამოჰყავს. ბავშვებს დიაბეტი აქვთ […]

პატრიარქი წირვას ვერ დაესწრო – ილია II გაცივდა

პატრიარქი წირვას ვერ დაესწრო - ილია II გაცივდა

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე დღეს სიონში წირვას ვერ დაესწრო. მიზეზი ავადმყოფობაა.როგორც “ნიუპოსტს” პატრიარქის ექიმმა ცისანა შატრავამ განუცხადა, ილია მეორე გაციებულია. – უწმინდესი გაცივდა, სახლის პირობებში გადის მკურნალობას, არაფერი საგანგაშო, – აცხადებს ექიმი.

“სალომე, მარიამი, ნინი, ხატია და ანი საქართველოს მომავალი სამხედრო ოფიცრები არიან”

"სალომე, მარიამი, ნინი, ხატია და ანი საქართველოს მომავალი სამხედრო ოფიცრები არიან"

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თავის ფეისბუკგვერდზე მომავალი სამხედრო ოფიცრების ფოტოს აქვეყნებს. მათი თქმით აშშ-ის საელჩო ამაყობს რომ ეროვნული თავდაცვის აკადემიას საქართველოს ოფიცერთა კორპუსის განვითარებაში ეხმარება: “სალომე, მარიამი, ნინი, ხატია და ანი საქართველოს მომავალი სამხედრო ოფიცრები არიან. აშშ-ის საელჩო ამაყობს, რომ ეროვნული თავდაცვის აკადემიას საქართველოს ოფიცერთა კორპუსის განვითარებაში დაარსების დღიდან ეხმარება.” ნიუპოსტი

ბაჩო ახალაიას შეწყალება პრეზიდენტს გენერალმა თათუხაშვილმა სთხოვა

ბაჩო ახალაიას შეწყალება პრეზიდენტს გენერალმა თათუხაშვილმა სთხოვა

ბაჩო ახალაიას შეწყალების მოთხოვნით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას გენერალმა გოგი თათუხაშვილმა 25 დეკემბერს მიმართა, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინიტრაციაში აცხადებენ. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს. მათი განმარტებით, თათუხაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს ომის ვეტერანთა და ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლების შეწყალების თხოვნით მიმართა, მათ შორის იყო ბაჩანა ახალაიაც. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, კანონმდებლობის შესაბამისად, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ავტომატურად მიმართა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და 17 […]

ბაჩო ახალაია – ”ვერ დავუშვებ, რომ პრეზიდენტის კომისიას ჩემს თავისუფლებაზე ფარისევლური მსჯელობის ნებართვა მივცე”

ბაჩო ახალაია - ”ვერ დავუშვებ, რომ პრეზიდენტის კომისიას ჩემს თავისუფლებაზე ფარისევლური მსჯელობის ნებართვა მივცე”

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პატიმრობაში მყოფი ბაჩო ახალაია პრეზიდენტს და შეწყალების კომისიას სპეციალური წერილით მიმართავს და განმარტებას ითხოვს, როგორ მოხვდა მისი საქმე კომისიის განსახილველ სიაში. ახალაია ითხოვს, დაუყოვნებლივ ამოიღონ ამ სიიდან, რადგან, მისივე სიტყვებით, ასეთი კომისიის მხრიდან შეურაცხმყოფელია მის თავისუფლებაზე ნებისმიერი სახის მსჯელობა ,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ ბაჩო ახალაიას წერილს: ”საქართველოს პრეზიდენტს ბატონ გიორგი მარგველაშვილს, საქართველოს […]

ნანა კაკაბაძე – “ერთზე მეტი დოზისთვის სასჯელი უნდა იყოს უმკაცრესი! არ შეიძლება ასეთი გაბრუებული მასის გაფეტიშება!”

ნანა კაკაბაძე - "ერთზე მეტი დოზისთვის სასჯელი უნდა იყოს უმკაცრესი! არ შეიძლება ასეთი გაბრუებული მასის გაფეტიშება!”

“ახალი თაობის” კითხვებს უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე პასუხობს. – ქალბატონო ნანა, ბოლო პერიოდია საზოგადოების მხრიდან აქტიური განხილვის საგნად რჩება ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა. ნაწილი მიიჩნევს, რომ ზედმეტად პოპულარიზაცია მიდის ამ თემის, ნაწილი თვლის, რომ კანონი ზედმეტად მკაცრია. სად რის ოქროს შუალედი? – სად არის ოქროს შუალედი? კანონი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შესახებ ბევრ ქვეყანაში ლმობიერია, არ ისჯება, თუ […]

ირაკლი ალადაშვილი – “რეზერვის სისტემა საქართველოსთვის აუცილებელია” – რას ნიშნავს აქტიური და სამობილიზაციო რეზერვი

ირაკლი ალადაშვილი - "რეზერვის სისტემა საქართველოსთვის აუცილებელია” - რას ნიშნავს აქტიური და სამობილიზაციო რეზერვი

სამხედრო ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ რეზერვისა და მობილიზაციის ახალ კონცეფციაზე საუბრობს. – ბატონო ირაკლი, რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ გამოქვეყნდა რეზერვისა და მობილიზაციის ახალი კონცეფცია. როგორ შეაფასებთ ამ კონცეფციას? – პირველ რიგში, რეზერვისა და სამობილიზაციო სისტემის შექმნა აუცილებელი იყო. მით უფრო ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, რომელსაც საფრთხეები […]

2 თვის ერეკლე რეანიმაციაში წევს და უკვე 5 ოპერაცია გაუკეთეს – პატარას ჩვენი დახმარება სჭირდება

2 თვის ერეკლე რეანიმაციაში წევს და უკვე 5 ოპერაცია გაუკეთეს - პატარას ჩვენი დახმარება სჭირდება

2 თვის პატარა ერეკლე დანელიას აქვს “მოკლე ნაწლავის სინდრომი”, უიშვიათესი და ურთულესი მდგომარეობა, დაბადებიდან რეანიმაციაში წევს და 5 ოპერაცია გადაიტანა. ეს დიაგნოზი გულისხმობს იმას, რომ ვერ ხდება მიღებული საკვების ათვისება, ორგანიზმი ვერ იღებს საჭირო ნივთიერებებს. ბავშვი ვერ იზრდება, ვერ მატულობს, რაც ქმნის სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას, ასეთი ბავშვების სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალიან მოკლეა. პატარა ერეკლე მუდმივად იმყოფება […]

გიორგი გიორგანაშვილის მხარდასაჭერი აქცია პარლამენტთან „თეთრი ხმაურის“ წევრების კონცერტით გააგრძელეს

გიორგი გიორგანაშვილის მხარდასაჭერი აქცია პარლამენტთან „თეთრი ხმაურის“ წევრების კონცერტით გააგრძელეს

გიორგი გიორგანაშვილის მხარდასაჭერი აქცია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან, „თეთრი ხმაურის“ წევრების კონცერტით გრძელდება. აქციის ორგანიზატორებმა კიდევ ერთხელ წაიკითხეს მთავარი მოთხოვნები. მათ საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს საკუთარი უფლებამოსილების გამოყენება სთხოვეს და მოუწოდეს, რომ გიორგი გიორგანაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაათავისუფლოს. ასევე, მათ მოითხოვეს ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მიღება და დამნაშავე პოლიციელების დასჯა. მოთხოვნების კიდევ ერთხელ დაფიქსირების შემდეგ „თეთრი ხმაურის“ წევრმა […]

“ბახალას” გათავისუფლებისა და ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით თბილისში აქცია იმართება

"ბახალას" გათავისუფლებისა და ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით თბილისში აქცია იმართება

„ყველა ერთისთვის“ – პარლამენტთან გიორგი გიორგანაშვილის – „ბახალას“ მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისა და მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შეიკრიბნენ. ისინი მოძრაობა “თეთრი ხმაურის” აქტივისტის, ბექა წიქარიშვილის გათავისუფლებასაც ითხოვენ, რომელსაც საქალაქო სასამართლომ 14 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. აქციის ორგანიზატორები ხელისუფლებას ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვისკენ მოუწოდებენ. „ჩვენ ვაცხადებთ, რომ არ შევეგუებით ადამიანების […]