მიმდინარე წელს, ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული წყალგამაცხელებლებისა და გაუმართავი საკვამლე მილების ექსპლუატაციის გამო, გარდაცვლილია 10 ადამიანი, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ყაზტრანსგაზ-თბილისიდან“ აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, 10-დან 3 შემთხვევაში, ნორმების დარღვევით დამონტაჟებული წყალგამაცხელებლების საკვამლე მილებში აღმოჩნდა ჩიტის ბუდეები.
– მიმდინარე წლის სტატისტიკით ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული წყალგამაცხელებლების და გაუმართავი საკვამლე მილების ექსპლუატაციით გამოწვეული უბედური შემთხვევების შედეგად გარდაცვლილია 10 ადამიანი. მათ შორის 3 შემთხვევაში, ნორმების დარღვევით დამონტაჟებული წყალგამაცხელებლების საკვამლე მილებში აღმოჩნდა ჩიტის ბუდეები, რამაც გამოიწვია საკვამლე მილების დაგმანვა და ნამწვი აირის – CO-ს საცხოვრებელ ფართებში დაგროვება, რის შედეგადაც გარდაიცვალა 6 ადამიანი, – აცხადებენ კომპანიაში.

