პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრები “ნიუპოსტთან” ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნებს შეხვდნენ და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. ჩვენი ინფორმაციით, შეხვედრა თავდაპირველად ახმეტაში იყო დაგეგმილი, თუმცა მოგვიანებით, ის თელავში შედგა. ძალოვანებმა უხუცესთა საბჭოს წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია დაკავებული პირების ჩატაევის ჯგუფის წევრებთან კავშირების შესახებ. სუსი-ს მაღალჩინოსნებმა პანკისელებს პირობა მისცეს, რომ გამოძიების მიმდინარეობის […]
კატეგორია: საზოგადოება
„ათთეთრიანი „ხლაპუშკით“ დავღუპე შვილი“
შვიდი წლის ბიჭს, რომელსაც ხელში ე.წ „ხლაპუშკა“ აუფეთქდა, სამი თითის ამპუტაცია დასჭირდა. ბავშვის დედა, ზეინაბ მაკარაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ თითების მიკერება ვეღარ მოხერხდა, რადგან მთლიანად დაფლეთილი იყო. „სამივე თითი ამპუტირებული აქვს. 10-თეთრიანი „ხლაპუშკით“ დავღუპე შვილი. ბავშვს ძალიან უჭირს ამ ყველაფრის შეგუება და ატანა,“ – ამბობს დედა. მისი თქმით, ძმის ამბავს ძალიან განიცდის მისი მეორე შვილიც. […]
მშვილდოსნებო, ამოისუნთქეთ, თხის რქებო, მოემზადეთ!
ასტროლოგი სოფია ბზეკალავა წერს, რომ მშვილდოსნებს, რომლებმაც ბოლო დროს საკმაოდ რთული პერიოდი გამოიარეს, ბოლოს და ბოლოს, შეუძლიათ ამოისუნთქონ, რადგან დღეიდან სატურნი გადადის თხის რქის ზოდიაქოში. რა გაფრთხილებებს აძლევს ასტროლოგი ამ და სხვა ნიშნებს, წაიკითხეთ მის სტატუსში, რომელიც სოციალურ ქსელში ახლახან გამოაქვეყნა. სოფია აღნიშნავს: – დღეიდან მნიშვნელოვანი, ახალი, ორწელიწადნახევრიანი პერიოდი იწყება მეგობრებო. სატურნი თხის რქის ზოდიაქოში […]
ზვიად რატიანს მეგობრებმა ჯარიმის თანხა 2.000 ლარი რამდენიმე საათში შეუგროვეს
მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ზვიად რატიანი 2.000 ლარით დააჯარიმა, პოეტის მეგობრებმა და მხარდამჭერებმა გადაწყვიტეს, რომ არცერთი თეთრი გადაეხადა პოლიციელების მიერ ნაცემ ადამიანსა და მის ოჯახს. მოქალაქეებმა 2.000 ლარი რამდენიმე საათში შეაგროვეს. ზვიად რატიანის მკურნალობისთვის და წამლების შესაძენად თანხის შეგროვება გრძელდება. საბანკო ანგარიში მაშო სამადაშვილის სახელზეა გახსნილი. სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია თანხის გადარიცხვა: GE16TB7727145061100033 […]
„სიამოვნებით შევუშვერ თავს იმ პირველ ქვას, რომელსაც მესვრის ნებისმიერი ტელევიზია,“ – ვასილ მაღლაფერიძე რატიანის ვიდეოზე პასუხისმგებლობას იღებს
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს სხდომა, დაახლოებით, ერთი საათია მიმდინარეობს. ბორდის წევრები ერთ-ერთ საკითხად პოეტ ზვიად რატიანის საქმეს, კონკრეტულად, იმ ვიდეომასალას განიხილავენ, სადაც რატიანი დაკავების პროცესია ასახული და რომელიც „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ გაავრცელა. საბჭომ განცხადება გააკეთა და მიიჩნია, რომ ის კონტექსტი, როგორც გაშუქდა რატიანი საქმე, სტანდარტის დარღვევაა. სამეურვეო საბჭო თვლის, რომ არხმა ვიდეომასალის გაშუქებით დაარღვია ადამიანის უფლებები […]
დედამიწის მოსახლეობის რიცხვი 1 იანვარს 7.444.443.881 ადამიანს მიაღწევს
დედამიწის მოსახლეობის რიცხვი 1 იანვარს 7.444.443.881 ადამიანს მიაღწევს. ასეთი პროგნოზი აშშ-ს მოსახლეობის აღწერის ბიუროს სპეციალისტებმა გამოაქვეყნეს. მათი განცხადებით, 2017 წლის 1 იანვართან შედარებით დედამიწის მოსახლეობა 78,5 მილიონით გაიზრდება, მატება 1,07%-ს შეადგენს. მანამდე ბიუროს მიერ გაკეთებული პროგნოზის მიხედვით, 2050 წელს მსოფლიოში 9 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. მე-11 საუკუნის დასაწყისში დედამიწაზე 310 მილიონი, 1900 წელს – 1,6 მილიარდი, […]
დავით ტურაშვილი კლინიკაში რჩება
მწერალი დავით ტურაშვილი კვლავ „ნიუ ჰოსპიტალში“ იმყოფება და მკურნალობას აგრძელებს. ტურაშვილი კლინიკაში გუშინ, კულტურის სამინისტროდან სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს. სამინისტროში მწერლების შეხვედრა კულტურის მინისტრთან და შს მინისტრთან მიმდინარეობდა, რა დროსაც ტურაშვილი შეუძლოდ გახდა. კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე გუშინ 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საკითხთან დაკავშირებით სამინისტროში მწერლებსა და მთარგმნელებს ხვდებოდა. მოგვიანებით შეხვედრას შინაგან […]
“მანდატურებზე 7 წელიწადში 70 მილიონი დავხარჯეთ და შედეგი გვაქვს?!”
განათლების საკითხების მკვლევარი, პროფესორი სიმონ ჯანაშია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს. – ბატონო სიმონ, როგორი იყო ეს წელი განათლების სისტემისთვის? – სამწუხაროდ, ეს წელი არ იყო გარღვევების წელი, თუმცა, არის პატარა ძვრები, რაც არის ნიშანი, რომ ზოგიერთი მიმართულებით დაიწყო ნაბიჯების გადადგმა. მაგალითად, დაიწყო სისტემის დეცენტრალიზაცია, მასწავლებლების ტრენინგი. ამან შეიძლება მეტი ხარისხი მოიტანოს. […]
თბილისის უბნები, სადაც გაზის და დენის მიწოდება შეიზღუდება
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 29 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: გლდანის რაიონი ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I, II მიკრორაიონების მაცხოვრებლებს. მთაწმინდის რაიონი ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თაბუკაშვილის, ჭანტურიას და ვირსალაძის ქუჩების მაცხოვრებლებს. ისნის რაიონი ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 […]










