კატეგორია: საზოგადოება

ექიმი ზაზა ლურსმანაშვილი – “თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა გართულდა”

ექიმი ზაზა ლურსმანაშვილი - "თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა გართულდა"

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილური კლინიკის ექიმი ზაზა ლურსმანაშვილი აცხადებს, რომ პანკისის ხეობაში დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ექიმის თქმით, სხვადასხვა მიმართულებით მაჩვენებლები გართულდა. მაჩალიკაშვილი უკვე 8 დღეა რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ის ჯერ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს, რამდენიმე დღეში კი თბილისში გადაიყვანეს. რაც შეეხება უცხოელი ექიმების ჩამოყვანის საკითხს, ზაზა ლურსმანაშვილი ამბობს, […]

2018 წლიდან ზოგადი უნარებისა და ქართული ენის გამოცდის ტესტები იცვლება

2018 წლიდან ზოგადი უნარებისა და ქართული ენის გამოცდის ტესტები იცვლება

2018 წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარებისა და ქართული ენის გამოცდის ტესტებში ცვლილებები იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ზოგადი უნარების ტესტებში “ანალოგიების” ნაწილი დამოუკიდებელი ბლოკის სახით აღარ იქნება და ის წაკითხული ტექსტის გააზრების დავალებების ბლოკს შეერთდება. 10 დავალებიდან 5-7 ტექსტში მოცემული დავალებების გააზრების შესამოწმებლად იქნება, დარჩენილი 3-5 დავალება კი “ანალოგიების” ტიპის. ზოგადი […]

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოსახლეობას მიმართავს

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოსახლეობას მიმართავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოსახლეობას მიმართავს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ახალი წლის ღამეს, მოსახლეობის მიერ ხდება დიდი რაოდენობით პიროტექნიკული ნაწარმის გამოყენება და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვნად იზრდება კონკრეტული პირის, ან შენობა-ნაგებობის დაზიანების საფრთხე. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო საზოგადოებას განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. – იმისათვის, რომ დავიცვათ საკუთარი და სხვისი უსაფრთხოება და თავიდან ავიცილოთ არასასურველი შემთხვევები, […]

2018 წლის პირველი ახალშობილი 00:12 საათზე მოევლინა ქვეყანას

2018 წლის პირველი ახალშობილი 00:12 საათზე მოევლინა ქვეყანას

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ 2018 წელს დაბადებული პირველი ახალშობილი მოინახულა. გაბრიელ მღებრიშვილი 00:12 საათზე მოევლინა ქვეყანას. წონით 3.650 კგ, სიმაღლით კი 50 სანტრიმეტრის. ბავშვი და დედა თავს კარგად გრძნობენ.

პიროტექნიკის აფეთქების გამო 3 კაცს თითების ამპუტაცია დასჭირდა

პიროტექნიკის აფეთქების გამო 3 კაცს თითების ამპუტაცია დასჭირდა

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს ახალი წლის ღამით დამწვრობით ხუთმა ადამიანმა მიმართა. დაშავებულებიდან სამს თითების ნაწილობრივ ან სრული ამპუტაცია დასჭირდა. როგორც ექიმი ქეთი ხვისტანი განმარტავს, 12 საათის შემდეგ დროის მოკლე ინტერვალით დამწვრობით ხუთი ადამიანი მივიდა ქირურგიის ეროვნული ცენტრში. ხვისტანის თქმით, როგორც დაშავებულები ამბობდნენ, პიროტექნიკა ხელში აუფეთქდათ. იმედინიუსი

მამუკა ბახტაძემ ახალი წელი აეროპორტში აღნიშნა

მამუკა ბახტაძემ ახალი წელი აეროპორტში აღნიშნა

ახალი, 2018 წლის დადგომა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო-გამშვები პუნქტის, „თბილისის აეროპორტი“ თანამშრომლებთან ერთად აღნიშნა. უწყების ინფორმაციით, ახალი წლის ღამეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით მებაჟე-ოფიცრები კვლავ საკუთარ სამუშაო ადგილებზე იმყოფებიან და ქვეყნის ეკონომიკურ საზღვრებს იცავენ. მინისტრმა მათ მადლობა გადაუხადა 2017 წელს გაწეული საქმიანობისათვის და ახალ წელს წარმატებები უსურვა. „თბილისის […]

საქართველოს პატრიარქი – ვულოცავ ახალ წელს მკვიდრთა საქართველოისათა

საქართველოს პატრიარქი - ვულოცავ ახალ წელს მკვიდრთა საქართველოისათა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია II საქართველოს მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს. ”ქრისტესმიერ სიყვარულით ყველას მოგესალმებით და გილოცავთ ახალ წელს. ჩვენ შეჩვეული ვართ, როდესაც ვადარებთ წარსულს და მომავალს. წარსული წელი იყო მძიმე, მაგრამ ღვთის მადლით დავძლიეთ ეს წელი. სიყვარულით მივესალმები, ვულოცავ ახალ წელს მკვიდრთა საქართველოისათა-ქართველებს, აფხაზებს, ოსებს, ბერძნებს, რუსებს, სომხებს, აზერბაიჯანელებს […]

ნინო შუბლაძე “პირველის” ეთერში დეკრეტში გასულ დიანა ტრაპაიძეს შეცვლის

ნინო შუბლაძე "პირველის" ეთერში დეკრეტში გასულ დიანა ტრაპაიძეს შეცვლის

ნინო შუბლაძე ეთერში დაბრუნდა – ჟურნალისტი 4–წლიანი პაუზის შემდეგ  “TV პირველზე” გადაცემას წაიყვანს. “აქცენტის” ინფორმაციით, ტელეკომპანია “პირველის” ტელეწამყვანი დიანა ტრაპაიძე დეკრეტულ შვებულებაში გადის და მის ნაცვლად დღის ამბებს ნინო შუბლაძე წაუძღვება. ამ დროისთვის შუბლაძე ტელეკომპანია “პირველში” დირექტორის პოზიციას იკავებს. აღნიშნულ ტელევიზიაში გადასვლამდე შუბლაძეს “რუსთავი 2”–ზე საკუთარი შოუ მიჰყავდა.

მეუფე შიო – “დღეს არის წელიწადის ბოლო დღე, ხვალ ახალი წელი შემოდის და სწორედ ამაზე ვფიქრობთ, როგორ ვეგებებით ჩვენ ახალ წელიწადს”

მეუფე შიო - "დღეს არის წელიწადის ბოლო დღე, ხვალ ახალი წელი შემოდის და სწორედ ამაზე ვფიქრობთ, როგორ ვეგებებით ჩვენ ახალ წელიწადს"

– ახალ წელიწადს უნდა მივეგებოთ განწყობით, რომ ჩვენი ცხოვრების ყოველი მიზანდასახულობა უნდა იყოს არა ამქვეყნიური კეთილმოწყობისთვის, არამედ მარადიული სიცოცხლისთვის, – ამის შესახებ პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. – ახალ წელიწადს უნდა მივეგებოთ განწყობით, რომ ჩვენი ცხოვრების ყოველი მიზანდასახულობა უნდა იყოს არა ამქვეყნიური კეთილმოწყობისთვის, არამედ მარადიული სიცოცხლისთვის, – ამის შესახებ პატრიარქის […]

ქუთაისი-კავალას თვითმფრინავს მეხი დაეცა – ქუთაისის აეროპორტში რეისები გადაიდო

ქუთაისი-კავალას თვითმფრინავს მეხი დაეცა - ქუთაისის აეროპორტში რეისები გადაიდო

ქუთაისიდან საბერძნეთის მიმართულებით მიმავალ თვითმფრინავს მეხი დაეცა, რის გამოც რეისი სოფიაში დაჯდა. შესაბამისად, ფრენა გადაიდო ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტშიც, საიდანაც მგზავრები სალონიკის მიმართულებით უნდა გაფრენილიყვნენ. „დღეს 30 დეკემბერს, ავიაკომპანია Wizz Air-ის რეისი W66401 ქუთაისი – კავალა, კავალას საერთაშორისო აეროპორტთან მიახლოებისას, საჰაერო ხომალდზე მეხის დაცემის გამო, გადამისამართდა სოფიას საერთაშორისო აეროპორტში. ამ ეტაპზე ბორტს უტარდება ინსპექცირება, რომლის […]