თბილისის უბნები, სადაც გაზის და დენის მიწოდება შეიზღუდება

თბილისის უბნები, სადაც გაზის და დენის მიწოდება შეიზღუდებაქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 29 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

გლდანის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I, II მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თაბუკაშვილის, ჭანტურიას და ვირსალაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება ასევე: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), აბუსერიძე-ტბელის, ლუსინიანის, იალბუზის, იორის, სამასი არაგველის, ბოდბის, შავსოფლის, არბოშიკის და ბოჭორმის ქუჩების მაცხოვრებლებს.

****

რაც შეეხება გაზმომარაგებას, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, პარასკევს, 29 დეკემბერს, 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ისნის რაიონში, დოდაშვილის ქუჩა № 22-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 11:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

ამასთან, 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ნუცუბიძის რაიონში, ვაჟა-ფშაველას I კვარტალი კორპუსი № 15-ში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 13:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე. შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის.