ურეკელმა ახალგაზრდამ, ლევან ბერძენიშვილმა, “”აჭარაბეთის” საიტზე ტელეფონით ე.წ “სლოტების” თამაშისას 280 ათასი ლარი მოიგო. ინფორმაციას ამის შესახებ “ნიუპოსტის” კორესპონდენტს ურეკის რწმუნებულის აპარატიდან მიაწოდეს. ბერძენიშვილი ურეკის თემის სოფელ წვერმაღალაში ცხოვრობს. ნიუპოსტი
კატეგორია: საზოგადოება
მეტროსადგურ დელისში, სავარაუდოდ, ადამიანი გარდაიცვალა
კახა კალაძე: “ყოვლად მიუღებელია, ადამიანი ჩამოვიდეს რეგიონიდან მიიხედ-მოიხედოს და მიითვისოს კონკრეტული მიწა”
დედაქალაქის მერის განცხადებით, უკანონო მშენებლობების მიმართ ყურადღება განსაკუთრებულად იქნება გამახვილებული. თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ ზედამხედველობის სამსახურს ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელება სთხოვა: – ზედამხედველობის სამსახურმა არაერთი ფაქტი გამოავლონა და მე მინდა გთხოვოთ, რომ კიდევ გააგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა იმიტომ, რომ ყოვლად მიუღებელია, ადამიანი ჩამოვიდეს რეგიონიდან მიიხედ-მოიხედოს და მიითვისოს კონკრეტული მიწა. არ აქვს მნიშვნელობა ეს […]
მტკვარზე უკანონო მშენებლობები დაფიქსირდა
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მტკვარზე უკანონო მშენებლობები დაფიქსირდა. კალაძემ ზედამხედველობის სამსახურს დაავალა, აღკვეთონ ასეთი მშენებლობები. – მტკვარზე დაფიქსირდა უკანონო მშენებლობები. თქვენც თუ გახვალთ, დაინახავთ, რომ ძალიან ცუდი რამ ხდება. ყოველგვარი კანონის დარღვევით მიმდინარეობს გარკვეული გაუგებარი მშენებლობები. მე ვიცი, რომ ცვლილებების პროექტი მომზადებულია, რომლის დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობასთან ერთად უნდა მოხდეს ამ ცვლილებების განხორციელება. მიუხედავად იმისა, […]
თბილისის სინაგოგაში შეკრებილებს ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიმართა
თბილისის მთავარ სინაგოგაში, ხანუქის დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე მყოფებს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეოზარის მეშვეობით მიმართა. მან ღონისძიებაზე დამსწრეებს დღესასწაული მიულოცა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, თბილისის მერი კახა კალაძე, დიპლომატიური კორპუსი, რაბინები და ებრაული თემის წარმომადგენლები ესწრებიან. – ჩვენთვის, ქართველებისთვისაც, ხანუქას დღესასწაული სიმბოლურია, ორ მოძმე ერს შორის არის უამრავი რამ საერთო, […]
საფრანგეთში წარმოებულ ბავშვთა კვების პროდუქტებში შეიძლება სალმონელა აღმოჩნდეს
სურსათის ეროვნული სააგენტო საფრანგეთში წარმოებულ ბავშვთა კვების პროდუქტებში სალმონელას შესაძლო არსებობის შესახებ მოკველვას ატარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: – სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან მიიღო შეტყობინება საფრანგეთში წარმოებულ ბავშვთა კვების პროდუქტებში სალმონელას შესაძლო არსებობის შესახებ. სურსათის ეროვნული სააგენტო მოკვლევას ატარებს. მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები და სურსათის ბაზრიდან […]
კახა კალაძე: „ნაგავი ღამე გადაყარეთ!“
თბილისის მერი კახა კლაძე დასუფთავების მანქანების ღამის საათებში მუშაობასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს და ამბობს, რომ მანქანების ღამის საათებში გადაადგილება საცობების განტვირთვას შეუწყობს ხელს. კალაძემ ამ საკითხში მოსახლეობის თანადგომის იმედიც გამოთქვა. “საცობებთან დაკავშირებით არსებობს პრობლემა – განსაკუთრებით, როცა დღის განმავლობაში გადაადგილდება ნაგვის მანქანები გარკვეულწილად, ქმნიან დაბრკოლებას და იქმნება საცობები. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ საპილოტე პროგრამა, ავირჩიოთ […]
ქუთაისის აეროპორტიდან მილანის რეისი არ შესრულდა
ქუთაისის აეროპორტიდან მილანის მიმართულებით დღეს დაგეგმილი ფრენა ვერ განხორციელდა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ერთ-ერთმა მგზავრმა, მარიტა ბერიძემ განუცხადა, ფრენა 14:30 საათზე უნდა შესრულებულიყო, თუმცა ხვალ, დილით 09:00 საათისთვის გადაიდო. – დილის 10:00 საათიდან აქ ვიმყოფებით. ფრენა დღეს უნდა შესრულებულიყო, თუმცა ამ დრომდე ქუთაისში ვართ. რამდენჯერმე გადაგვიწიეს დრო, თუმცა ბოლო ინფორმაცია, რაც მოგვაწოდეს არის რომ, რეისი ხვალ, დილით […]
აკაკი ზოიძე: წამლების ფასები უნდა შემცირდეს
ჯანმრთელობის დაცვის სისტემის, შრომისა და სოციალური დაცვის სფეროების განვითარების გრძელვადიანი ხედვის პრეზენტაცია გამართა დღეს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა. სტრატეგიული ხედვა 2017-2030 წლების სამოქმედო გეგმას მოიცავს. პროექტზე მუშაობა 7 თვის განმავლობაში მიმდნარეობდა და მასში მონაწილეობას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები იღებდნენ. “ჯანდაცვის მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვანი რეფორმები იგეგმება, ეს არის ფინანსურ დაცულობის […]
საახალწლო დეკორაციებს თბილისში ნაწილები სცვივა
ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გვიან ღამით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საახალწო დეკორაციის დაზიანებული ნაწილი შეაგროვეს. დღეს კი ისინი შარტავაზე გეგმავენ მისვლას. ოპოზიცია კახა კალაძეს მილანურ კომპანიასთან უტენდეროდ გაფორმებული ხელშეკრულების გამო, კორუფციულ გარიგებაში ადანაშულებს და მერიასთან აქცია პერფორმანსს გამართავს.










