ქუთაისის აეროპორტიდან მილანის რეისი არ შესრულდა

ქუთაისის აეროპორტიდან მილანის რეისი არ შესრულდაქუთაისის აეროპორტიდან მილანის მიმართულებით დღეს დაგეგმილი ფრენა ვერ განხორციელდა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ერთ-ერთმა მგზავრმა, მარიტა ბერიძემ განუცხადა, ფრენა 14:30 საათზე უნდა შესრულებულიყო, თუმცა ხვალ, დილით 09:00 საათისთვის გადაიდო.
– დილის 10:00 საათიდან აქ ვიმყოფებით. ფრენა დღეს უნდა შესრულებულიყო, თუმცა ამ დრომდე ქუთაისში ვართ. რამდენჯერმე გადაგვიწიეს დრო, თუმცა ბოლო ინფორმაცია, რაც მოგვაწოდეს არის რომ, რეისი ხვალ, დილით 09:00 საათზე განხორციელდება. მანამდე კი სასტუმროში გადაგვიყვანეს,- განაცხადა ბერიძემ.
მისივე თქმით, ავიაკომპანია “ვიზეარში” ფრენის გადადების მიზეზად უამინდობას ასახელებენ.
– ამ მდგომარეობაში დაახლოებით 100 მგზავრი ვართ, ვისაც დაჯავშნილი გვაქვს სასტუმროები და ფული გვაქვს გადახდილი, რეისის გადადების გამო კი ეს ფული დავკარგეთ. იმედია, პრობლემა დილით მაინც გამოსწორდება,- აცხადებენ მგზავრები.

ინტერპრესნიუსი