თბილისის სინაგოგაში შეკრებილებს ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიმართა

თბილისის სინაგოგაში შეკრებილებს ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიმართათბილისის მთავარ სინაგოგაში, ხანუქის დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე მყოფებს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეოზარის მეშვეობით მიმართა.

მან ღონისძიებაზე დამსწრეებს დღესასწაული მიულოცა.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, თბილისის მერი კახა კალაძე, დიპლომატიური კორპუსი, რაბინები და ებრაული თემის წარმომადგენლები ესწრებიან.

– ჩვენთვის, ქართველებისთვისაც, ხანუქას დღესასწაული სიმბოლურია, ორ მოძმე ერს შორის არის უამრავი რამ საერთო, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოსა და ისრაელის 26-საუკუნოვანი მეგობრობა უნიკალურია.
ხანუქის დღესასწაული 8 დღის განმავლობაში აღინიშნება. ხანუქის სანთლებს ჩვენს წელთაღრიცხვამდე 165 წელს, მაქაბელთა მიერ, იერუსალიმის ტაძრის გაწმენდის, საკურთხევლის კურთხევისა და სატაძრო მსახურების განახლების აღსანიშნავად ანთებენ.