კატეგორია: საზოგადოება

ბათუმში სახლის აფეთქების შედეგად 9 ოჯახი დაზარალდა, 5 ადამიანი დაშავდა

ბათუმში სახლის აფეთქების შედეგად 9 ოჯახი დაზარალდა, 5 ადამიანი დაშავდა

ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე აფეთქების შედეგად 9 ოჯახი დაზარალდა. ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, ასევე ბათუმის მერი ლაშა კომახიძე. როგორც აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, რამაზ ჯინჭარაძემ განაცხადა, აფეთქების შედეგად დაშავებულების მოსანახულებლად აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე საავადმყოფოში იმყოფება. მისი ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია აფეთქების მიზეზები და მიმდინარეობს გამოძიება. ადგილზე ასევე მივიდნენ ”სოკარ ჯორჯია გაზის” აჭარის წარმომადგენლებიც. […]

ილია მეორე: „არ არის საკმარისი ბავშვებმა სკოლაში ცოდნა მიიღონ, აღზრდას“

ილია მეორე: „არ არის საკმარისი ბავშვებმა სკოლაში ცოდნა მიიღონ, აღზრდას“

სკოლაში უნდა იყოს, ალბათ, რელიგიის ისტორია, სულიერების საკითხები – ასეთი შემთხვევები არ უნდა განმეორდეს საქართველოში, -ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვიროა ქადაგებისას განაცხადა, სადაც ის 51-ე სკოლასთან მონხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა. მისმა უწმინდესობამ მომხდარს ძალიან მძიმე შემთხვევა უწოდა. “არასრულწლოვანმა ბავშვებმა დახოცეს ერთმანეთი, ორი მიცვალებულია. […]

ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის არჩევნებზე შუქი ჩაქრა – ზაზა ხატიაშვილმა ყუთებთან დაცვა დააყენა

ზაზა ხატიაშვილი - "კალაძე სააკაშვილის მანქანაში სათადარიგო საბურავით იჯდა და მე ვარ სააკაშვილის მოგზავნილი?"

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილისთვის უცნობია, თუ რატომ გაითიშა სპორტის სასახლეში ელექტროენერგია მას შემდეგ, რაც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა. მისი განცხადებით, ადგილი აქვს პროვოკაციას, თუმცა კონკრეტულად ეჭვს ვერავიზე მიიტანს. – ელექტროენერგიის გათიშვას პანიკა მოჰყვა. კანდიდატებმა იფიქრეს, რომ ვიღაცას ბიულეტენების ჩაყრა უნდოდა. მე შემეშინდა და ყუთებთან დავაყენე დაცვა. შესაძლოა, აქ ხელისუფლების ან […]

დღეს ღამით რუსთაველი გადაიკეტება

დღეს ღამით რუსთაველი გადაიკეტება

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. ამასთან დაკავშირებით, დღეს რუსთაველის გამზირი გადაიკეტება. „დღეს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე რუსთაველის გამზირი გადაიკეტება“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვა დასრულდა

გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვა დასრულდა

გმირთა მოედანზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვითი სამუშაოები დასრულდა. ღონისძიების მონაწილე მხატვრებს დღეს ქალაქის მერი კახა კალაძე შეხვდა და მათთან ერთად დაათვალიერა ე.წ. STREET ART-ის შესრულებით მოხატული კედლები. ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს. თბილისის მერის განცხადებით, მიწისქვეშა გადასასვლელი დასუფთავდა, მოწესრიგდა განათება და უახლოეს პერიოდში სათვალთვალო კამერები დამონტაჟდება. – დასრულებულია გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვა. ყველაფერი მოწესრიგებულია. ერთადერთი […]

ქობულეთში 17 წლის გოგი დოლიძე დაიკარგა – ”რუსულ თამაშს „ჩორნი კიტს“ თამაშობდა, რომლის ბოლო მისია თვითმკვლელობაა”

ქობულეთში 17 წლის გოგი დოლიძე დაიკარგა - ”რუსულ თამაშს „ჩორნი კიტს“ თამაშობდა, რომლის ბოლო მისია თვითმკვლელობაა”

ოჯახი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში 17 წლის გოგი დოლიძის გაუჩინარებას ინტერნეტ თამაშს უკავშირებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაუჩინარებული ბიჭის დამ, თეონა დოლიძემ განუცხადა, მისი ძმა 7 დეკემბერს დილით სკოლაში წავიდა, „თუმცა იქამდე არ მისულა, ქალაქში ჩავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს“. თეონა დოლიძის თქმით, არასრულწლოვანი ძმის გაუჩინარების შესახებ ქობულეთის პოლიციის განყოფილებას და აჭარის პროკურატურას გუშინვე შეატყობინეს. – […]

გიორგი მარგველაშვილი ზურაბ ჟვანიას საფლავზე იმყოფებოდა

გიორგი მარგველაშვილი ზურაბ ჟვანიას საფლავზე იმყოფებოდა

ზურაბ ჟვანიას იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ყოფილი პრემიერმინისტრის ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში იმყოფებოდა. მან კიდევ ერთხელ მიაგო პატივი სახელმწიფო მოღვაწისა და მეგობრის ზურაბ ჟვანიას ხსოვნას. დღეს ზურაბ ჟვანიას 54 წელი შეუსრულდებოდა.

დიმა ჯაიანი გარდაიცვალა

დიმა ჯაიანი გარდაიცვალა

სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი და ამავე თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი დიმა ჯაიანი 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. ახლობლების თქმით, მსახიობი მძიმე ავადმყოფობას ებრძოდა. ჯაიანის გარდაცვალების შესახებ, ინფორმაცია აფხაზეთის ა/რ მთავრობამაც გაავრცელა.

დავით წიტაიშვილმა ქუთაისის ბაგა-ბაღებში ცეკვის გაკვეთილები აკრძალა – ”ნამდვილად არ გვეცეკვება”

დავით წიტაიშვილმა ქუთაისის ბაგა-ბაღებში ცეკვის გაკვეთილები აკრძალა - ”ნამდვილად არ გვეცეკვება”

ქუთაისის “ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების” ახალი ხელძღვანელის, დავით წიტაიშვილის ინფორმაციით, საბავშვო ბაღებში ცეკვის გაკვეთილები აღარ გაგრძელდება. ცვლილების განხორციელებას გაერთიანების ახალი ხელმძღვანელი 2018 წლიდან გეგმავს. – საბავშვო ბაღებში ცეკვის პედაგოგების დამატებას მე თავიდანვე, როდესაც საკრებულოს დეპუტატი ვიყავი, არ ვეთანხმებოდი. ქართულ ცეკვას მე არ ვეწინააღმდეგები, მაგრამ ბავშვის ორგანიზმი ასეთ ასაკში ძალიან მყიფეა და მათთვის მნიშვნელოვანია მეტყველების და სიარულის […]

გმირთა მოედანზე სატვირთო ავტომობილი ესტაკადის ქვეშ გაიჭედა

გმირთა მოედანზე სატვირთო ავტომობილი ესტაკადის ქვეშ გაიჭედა

სატვირთოს მძღოლმა თბილისში, გმირთა მოედანზე არსებული ესტაკადის სიმაღლე ვერ გათვალა და გაიჭედა. ფაქტმა ამ მიმართულებით მოძრაობის პარალიზება გამოიწვია. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ფოტო – პირველი არხი.