რუსთავის მე-18 სკოლის დირექტორი ნატალია ჯავახიშვილი ადასტურებს ფაქტს, რომ მანდატურის სამსახურმა მეათე კლასელი ბიჭი, რომელსაც თან უცხო ნივთი ჰქონდა, სკოლის გარე პერიმეტრზე შენიშნა. – მანდატურმა ეს ბიჭი ჩემთან შემოიყვანა. მივხვდით, რომ ელექტროშოკერი იყო, რის შემდეგაც გამოვიძახე საპატრულო პოლიცია. დავურეკე მოზარდის მშობლებსაც. ბავშვი დაკითხვაზეა გადაყვანილი. თავად თქვა, რომ ნივთი გამოყვა და ის ლილოს ბაზრობაზე 80 ლარად […]
კატეგორია: საზოგადოება
”ერთმა ბავშვმა მეორეს ხელი ცუდ ადგილას ჩაარტყა” – რუსთავის 22-ე სკოლის დირექტორი ცხვედაძე კონფლიქტის დეტალებს ყვება
რუსთავის 22-ე საჯარო სკოლის დირექტორის, ეკატერინე ცხვედაძის ინფორმაციით, დაპირისპირებისას დაზარალებული მოსწავლე უკვე სახლში იმყოფება და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ცხვედაძემ განუცხადა, მოსწავლეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა. – ჩემი ინფორმაციით, შესვენებაზე, საკლასო ოთახში ერთმა ბავშვმა გაიარა მერხებს შორის და მეორეს ჩაარტყა ხელი. ეს დარტყმა იყო ცუდ ადგილას, როგორც ჩანს, ფილტვთან ახლოს. მანდატური […]
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.2 მაგნიტუდა შეადგინა. მათივე ინფორმაციით, ეპიცენტრი თბილისიდან – 56კმ-ში, დმანისიდან ჩრდილო-დასავლეთით 16 კილომეტრზე სოფელ მამიშლარში მდებარეობდა. ბიძგი 12:24 საათზე დაფიქსირდა.
ჩხუბი რუსთავის 22-ე სკოლაში – ერთი მე-9 კლასელი საავადმყოფოშია გადაყვანილი
რუსთავის 22-ე საჯარო სკოლაში მოზარდებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, ერთი მოსწავლე საავადმყოფოშია გადაყვანილი. მე-9 კლასის მოსწავლეებს შორის დაპირისპირების ფაქტს სკოლის დირექტორი, ეკატერინე ცხვედაძე ადასტურებს. როგორც ცხვედაძე აღნიშნავს, სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს საკლასო ოთახში დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც სკოლის მანდატურმა ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა. ტელეკომპანია „ქვემო ქართლის“ ინფორმაციით, მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად ერთ-ერთი მოსწავლე საავადმყოფოშია გადაყვანილი. მოზარდებს […]
მანდატურებმა უფროსკლასელების ჩანთების შემოწმება დაიწყეს
თბილისის ზოგიერთ სკოლაში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. შესაბამისი ინფორმაცია სკოლის მოსწავლეებმა დაადასტურეს. ინფორმაციას სააგენტო ipn-ი ავრცელებს. მათი განმარტებით, მანდატურის სამსახურმა მაღალი კლასების მოსწავლეების შემოწმება დაიწყო. კერძოდ, როგორც მოსწავლეები აცხადებენ, მანდატურები მე-8 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს სკოლაში შესვლისას ჩანთებს უმოწმებენ. „დილით რომ მივედით სკოლაში, გვთხოვეს ჩანთები გაგვეხსნა და ჩვენი ნივთები ამოგველაგებინა. ჩემი ყველა კლასელი ასე შეამოწმეს. ასევე, […]
ხორავას ქუჩაზე ისევ ჩხუბი მოხდა
ლევან ხაბეიშვილი ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” პირდაპირი ეთერიდან გაიქცა
თუ საშუალება გვაქვს და განათებაში ვიხდით სამ მილიონს, მინიმუმ ორჯერ მეტს, რაც ოდესმე გადაგვიხდია, რატომ არ აქვს ბიუჯეტს იმის საშუალება, რომ 1,18 ლარის ნაცვლად სოციალურად დაუცველები გამოკვებონ, მაგალითად 2,5 ლარად?!, – ამის შესახებ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილმა თბილისის მერიის მიერ საახალწლოდ დედაქალაქის გასანათებლად მილანურ კომპანიასთან […]
თურქმა მესაზღვრეებმა ჩემოდანში 22 წლის ქართველი ქალი იპოვეს
თურქმა მესაზღვრეებმა ჩემოდანში საქართველოს მოქალაქე იპოვეს თურქული გამოცემა sanalbasin-ის ცნობით, კანონდამრღვევი 22 წლის გოგოა, რომელსაც თურქეთში შესვლის უფლება შეზღუდული ჰქონდა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, რომელიც ქალბატონს საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ეხმარებოდა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. მსგავსი შემთხვევა საქართველო-თურქეთის საზღვარზე თებერვალშიც დაფიქსირდა. სექტემბერში კი რუსი ქალბატონი თურქეთიდან საქართველოში მოხვედრას, თურქეთში ჩადენილი დანაშაულის შემდეგ ცდილობდა.
გადაცემა „ექიმები“ “რუსთავი 2”-დან „იმედზე“ გადავიდა
პოპულარული და რეიტინგული გადაცემა „ექიმები“ ახალი სეზონიდან “რუსთავი 2″-ის ნაცვლად ტელეკომპანია „იმედზე“ გავა, ამის შესახებ გადაცემის facebook-გვერდზეა ნათქვამი. “,,ექიმები” იწყება! ახალი სეზონი ახალი წლიდან, იმედზე! არ გამოტოვოთ, 31 დეკემბერს, 16:00 საათზე! ჩვენი ექიმები თქვენთან შესახვედრად ემზადებიან!”, – ნათქვამია გადაცემის facebook-გვერდზე.
აფეთქება გუმათჰესი 2-თან – დაიღვარა 18 ტონა საწვავი
გუმათჰესზე“ ხანძრის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს: “შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ – „112“-დან შევიდა შეტყობინება, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, გუმათჰესი 2-ის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა მიღებულ შეტყობინებაზე დაუყოვნებლივ მოახდინეს რეაგირება. შემთხვევის ადგილზე 40-მდე მეხანძრე-მაშველი და 7 […]









