ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს მამუკა გამყრელიძე პასუხობს. – ბატონო მამუკა, რამდენიმე დღეა, საზოგადოება შოკიდან ვერ გამოსულა და იმ შემზარავ ამბავს უტრიალებს, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოხდა. რას იტყვით თქვენ, რა ჭირს ჩვენს საზოგადოებას? – რასაც ჩვენ ბულინგს ვეძახით – დაცინვა, დამცირება, ერთგვარი აგრესია, აბუჩად აგდება, არ არის უცხო არც ერთი საზოგადოებისათვის, […]
კატეგორია: საზოგადოება
ინტენსიური თოვის გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრაილერების მოძრაობა აკრძალულია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.
საიას ახალ თავმჯდომარედ სულხან სალაძე აირჩიეს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ახალი თავმჯდომარე აირჩიეს. ორგანიზაციაში გადაწყვეტილება ფარული კენჭისყრით მიიღეს, რომლის საფუძველზეც ანა ნაცვლიშვილს სულხან სალაძე შეცლის. საიას ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, სულხან სალაძე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მუშაობს 2011 წლიდან, 2012 წლიდან დღემდე დასაქმებულია პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე. 2011 წელს იყო საიას პროექტ: – “გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულობის ხელშეწყობა საქართველოში” იურისტი. 2010-2011 წლებში გაიარა ტრენერთა ტრენინგი […]
“Пошел ты в задницу…”- პოროშენკოს პრანკერმა კვირიკაშვილის სახელით დაურეკა და სააკაშვილზე ესაუბრა
პრანკერმა “ლექსუსმა” ინტერნეტში გაავრცელა აუდიოჩანაწერი, სადაც იგი, მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტს, პერტო პოროშენკოს, საქართველოს პრემიერ-მონისტრის გიორგი კვირიკაშვილის სახელით ესაუბრება: პოროშენკო: ალო ლექსუსი (კვირიკაშვილის სახელით): ალიო ლ: “პრივეტ დარაგოი” პ:”პრივეტ” ლ: რა ხდება მანდ თქვენთან პ: არაფერი, ვიპოვეთ ბატონი სააკაშვილის კავშირები კურჩენკოსთან და რუსეთის სპეცსამსახურებთან. ისინი მას აფინანსებდნენ. ცხელ კვალზე დავიჭირეთ. ახლა წავუყენებთ ბრალდებას. ძალიან იმედგაცრუებული […]
რუსთაველზე ხანძარია
რუსთაველის გამზირზე, საცხოვრებელი სახლის სახურავი და მანსარდი იწვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე შსს-ს 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს, ჯამში, 40 მეხანძრე-მაშველი. ამ დროისთვის, ცეცხლი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. მიმდიანრეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. მათივე ინფორმაციით, დაშავებული არავინაა.
ბათუმში მუშა ტრაქტორის ქვეშ მოჰყვა
ბათუმში, იუსტიციის სახლის მიმდებარედ, მუშა მძიმე ტექნიკის ქვეშ მოჰყვა. შემთხვევა კომპანია „ორბის“ მშენებარე ობიექტზე მოხდა. ამ წუთებში ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე მაშველები, პოლიციის და სასწრაფო დახმარების ბრიგადები არიან მობილიზებულნი. ეს ის ტერიტორიაა, სადაც სასპორტო სკოლის „ბასკოს“ ერთ-ერთი სპორტდარბაზი მდებარეობდა, მისი დემონტაჟი მოხდა და კომპანია „ორბი“ სავარაუდოდ, აქ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს. ნიუპოსტი
ამინდი გაუარესდება
6 დეკემბრიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი. როგორც ”ინტერპრესნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, 6–8 დეკემბერს, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება, ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე კი 4–5 ბალიანი შტორმი. ამასთან სააგენტოს ინფორმაციით, მაღალმთიან […]
51-ე და პირველ ექსპერიმენტულ სკოლებთან პატრულია მობილიზებული
თბილისის 51-ე და პირველ ექსპერიმენტულ სკოლებთან საპატრულო პოლიციის მობილიზება მოხდა. ეკიპაჟები სკოლებთან დილიდან გამოჩნდნენ, სამართალდამცავები პერიმეტრს აკონტროლებენ. 51-ე საჯარო სკოლასთან მოქალაქეები დაღუპული მოსწავლეების ხსოვნას პატივს მიაგებენ. დღეიდან სკოლის მოსწავლეებთან ფსიქოლოგების ჯგუფი იმუშავებს. სკოლის დირექტორი მანანა თურქაძე ეხმაურება სამართალდამცველების მხრიდან გაკეთებულ განცხადებას და გამორიცხავს შენობაში პნევმატური იარაღის შეტანის ფაქტს. „სამინისტრო გამოუშვებს ფსიქოლოგებს და ჩვენი ფსიქოლოგიც და […]
ლევან დადუნაშვილი ჩვენი ტაძრის მრევლი იყო – ჩხეიძის ქუჩაზე მდებარე წმ.ნინოს ტაძარი განცხადებას ავრცელებს
ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილი ჩხეიძის ქუჩაზე მდებარე წმინდა ნინოს ტაძრის მრევლი იყო. მომხდართან დაკავშირებით წმ. ნინოს ტაძარი განცხადებას ავრცელებს: “გუშინ ქუჩური გარჩევის დროს მოკლული ლევან დადუნაშვილი ჩვენი ტაძრის მრევლია. მოწესრიგებული, ზრდილობიანი, თავმდაბალი და კეთილი ადამიანი. ღმერთმა დაუმკვიდროს ნათელი და ღმერთმა აცხოვნოს სული მისი, ოჯახს ვუსამძიმრებთ და გაძლიერებას ვუსურვებთ. ვწუხვართ და ძალიან გვტკივა გული. გთხოვთ […]
ზუგდიდში ქუჩაზე მამაკაცი ჭაში ჩავარდა – აქვს სუნთქვის უკმარისობა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა და ფილტვების დაჟეჟილობა
ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე მამაკაცი ჭაში ჩავარდა, რის შემდეგაც მიწის მასა ჩამოიშალა და მის ქვეშ მოჰყვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მამაკაცი მაშველებმა თხრილიდან მალევე ამოიყვანეს, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორის, ნიკა ჭეჟიას თქმით, პაციენტი საავადმყოფოში შემოყვანისას უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. – აქვს სუნთქვის უკმარისობა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა და ფილტვების დაჟეჟილობა. ჩაუტარდა პირველად […]










