პანკისის სათემო რადიო „WAY“ შსს და უშიშროების სამსახურს მიმართავს და მოუწოდებს რეაგირება მოახდინონ სოციალურ ქსელებში კონკრეტული პირებისგან რადიოს თანამშრომლებისა და დამფუძნებლების მისამართით მუქარის შემცველ და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ჩარევის მიმანიშნებელ განცხადებებზე. “პანკისის სათემო რადიო WAY-ს ვებგვერდზე 2017 წლის 12 ოქტომბერს გამოქვეყნდა სტატია სათაურით „პანკისიდან ევროპაში გაქცეული ტრანსგენდერი ქალის ისტორია“. სტატიას მოჰყვა მკითხველთა ნაწილის აგრესია, სიძულვილის ენის […]
კატეგორია: საზოგადოება
ლიკა ქავჟარაძე ვაკის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალეს
მსახიობი ლიკა ქავჟარაძე ვაკის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალეს. დღეს, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე ვაკეში მდებარე სამების ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. მსახიობის ხსოვნას პატივი მისმა ახლობლებმა, მეგობრებმა, პოლიტიკოსებმა, კოლეგებმა და რიგითმა მოქალაქეებმა მიაგეს. ლიკა ქავჟარაძე 11 ოქტომბერს, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება. სააგენტოს ინფორმაციით, 15 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება, წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, მაღალმთიან ზონაში ზოგან თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ცალკეულ მდინარეებზე წყალმოვარდნები და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
ყველაფერი პუტინზე მარჯანიშვილის მეტროსთან – 1,60 ლარი
თბილისში, მეტრო მარჯანიშვილთან მდგარ ჟურნალ-გაზეთების ვიტრაჟზე, ახალი ჟურნალი გამოჩნდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ეძღვნება. “ყველაფერი პუტინის შესახებ”- ასე ჰქვია ჟურნალს, რომელიც როგორც გამყიდველი ამბობს, “უფროსს მიაქვს”. ჟურნალში რუსეთის პრეზიდენტის ბიოგრაფია და წლების განმავლობაში მის ირგვლივ განვითარებული მოვლენებია. აღნიშნული ვიტრაჟი მხოლოდ რუსულენოვანი ჟურნალ-გაზეთებისთვის არის განკუთვნილი. ჟურნალს 2018 წლის კალენდარიც ახლავს თან, რომელიზეც ვლადიმერ პუტინის ფოტოა […]
ლიკა ქავჟარაძე ვაკის სამების ტაძრიდან სოსო ჯაჭვლიანმა და ზაზა კოლელიშვილმა გამოასვენეს
მსახიობი ლიკა ქავჟარაძე ვაკის სამების ტაძრიდან უკვე გამოასვენეს. ლიკა ქავჟარაძე სამების ტაძრიდან ახლობლებმა, მეგობრებმა და კოლეგებმა ტაშით გააცილეს. მანამდე კი დღის განმავლობაში მსახიობს პატივი მიაგეს პოლიტიკოსებმა, მომღერლებმა, მსახიობებმა და მოქალაქეებმა. ლიკა ქავჟარაძეს ვაკე-საბურთალოს სასაფლაოზე დედის გვერდით დაკრძალავენ. მსახიობი 11 ოქტომბერს, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ზუგდიდში ახალგაზრდა ქალი მე-5 სართულიდან გადავარდა – “შველას ითხოვდა, აივანს იყო ჩაბღაუჭებული”
ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადავარდა. თვითმხილველების თქმით, 26 წლის ახალგაზრდა იმ სახლიდან გადმოვარდა რომელიც ნაქირავები ჰქონდა. ქალი სავარაუდოდ ქვეშაგებს ფენდა და თავი ვერ დაიმაგრა. – შველას ითხოვდა, აივანზე იყო ჩაბღაუჭებული, პოლიციაც ავიდა, თუმცა მისი დაჭერა ვერ შეძლეს რადგან მძიმე წონიანია, – აცხადებენ თვითმხილველები. ქალს რეფერალურ ჰოსპიტალში შესაბამისი ღონისძიებები ჩაუტარდა, მაგრამ […]
ბიძინა ივანიშვილმა ლიკა ქავჟარაძის ოჯახს მიუსამძიმრა
ვაკის სამების ტაძარში, სადაც მსახიობ ლიკა ქავჟარაძის სამოქალაო პანაშვიდი მიმდინარეობს, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან, ერთად მივიდა. ივანიშვილს მედიასთანკომენტარი არ გაუკეთებია. ტაძარში იმყოფებიან მსახიობის კოლეგები, მეგობრები და ახლობლები. ლიკა ქავჟარაძეს დღეს, ვაკის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალავენ. მსახიობი 11 ოქტომბერს, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ირმა ჭკადუა ჟურნალისტ თამარ ბაღაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს
საპროკურორო საბჭოს წევრი, ადვოკატი ირმა ჭკადუა, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის თამარ ბაღაშვილის წინააღმდეგ პროკურატურას სისხლის სამართლებრვი დევნის დაწყების თხოვნით მიმართავს. ამის შესახებ “აიპრესთან” ირმა ჭკადუამ განაცხადა. – რამდენიმე საათის წინ დამიკავშირდა “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი, რომელმაც დახურული სასამართლო სხდომიდან, კონკრეტულად სოსო ოხანაშვილის ჩვენებიდან გარკვეული ნაწყვეტები მითხრა. პრაქტიკულად მან თქვა, რომ თურმე სოსო ოხანაშვილი “ციანიდის […]
“გია გორგოშაძე თამაზ თამაზაშვილთანაც დადიოდა და ნაციონალებსაც აფინანსებდა” – რა ქონებას ფლობს “გორგიას” სკანდალური დირექტორი
ბიზნესმენის, „გორგიას“ მფლობელის გატაცებისა და 5 მილიონი დოლარის გამოძალვის ბრალდებით შს სამინისტრომ 4 პირი 12 ოქტომბერს დააკავა. უწყების ცნობით, ბრალდებულები გორგოშაძის გატაცებას სწორედ გუშინ აპირებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, გორგოშაძის გატაცებას საქართველოს 3 და უცხოეთის 1 მოქალაქე გეგმავდა. „ბიზნესპრესნიუსი“ შეეცადა გაერკვია, ვინ არის, რას საქმიანობს და რა ქონებას ფლობს გია გორგოშაძე. აღსანიშნავია, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის […]
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართველმა მწერლებმა და გამომცემლებმა რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართველმა მწერლებმა და გამომცემლებმა რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს. საქართველოს წარმომადგენლებმა საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველოს დროშა და ბანერები მიიტანეს მინაწერებით: „რუსეთი ოკუპანტია“, „საქართველო ამას არასდროს შეეგუება“, „შეწყდეს მცოცავი რუსული ოკუპაცია!“, „ჩვენ ვართ მწერლები და გამომცემლები საქართველოდან, ჩვენ გვსქვს ხმა, ჩვენ გვაქვს ძალა“.










