თბილისში, მეტრო მარჯანიშვილთან მდგარ ჟურნალ-გაზეთების ვიტრაჟზე, ახალი ჟურნალი გამოჩნდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ეძღვნება. “ყველაფერი პუტინის შესახებ”- ასე ჰქვია ჟურნალს, რომელიც როგორც გამყიდველი ამბობს, “უფროსს მიაქვს”.
ჟურნალში რუსეთის პრეზიდენტის ბიოგრაფია და წლების განმავლობაში მის ირგვლივ განვითარებული მოვლენებია.
აღნიშნული ვიტრაჟი მხოლოდ რუსულენოვანი ჟურნალ-გაზეთებისთვის არის განკუთვნილი.
ჟურნალს 2018 წლის კალენდარიც ახლავს თან, რომელიზეც ვლადიმერ პუტინის ფოტოა დატანილი.

