კატეგორია: საზოგადოება

საკაბელო ოპერატორები გათიშავენ რუსთავი 2-ს, იმედს, მაესტროს, ჯიდიესს, მარაოს და კომედი არხს

საკაბელო ოპერატორები გათიშავენ რუსთავი 2-ს, იმედს, მაესტროს, ჯიდიესს, მარაოს და კომედი არხს

საქართველოს საკაბელო ოპერატორთა ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება, ტელეარხები – “რუსთავი 2”, “იმედი”, “მაესტრო”, “ჯიდიესი”, “მარაო” და “კომედი არხი” საპროტესტოდ გათიშოს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა თეონა ბერუაშვილმა განუცხადა. როგორც მან განმარტა, აღნიშნულის მიზეზი არის მითითებული ტელეარხებისგან მათი სიგნალის გავრცელებისთვის თანხის მოთხოვნა. ბერუაშვილის თქმით, დამატებითი დეტალები, თუ რომელი საკაბელო ოპერატორი გათიშავს საპროტესტოდ აღნიშნულ […]

წყალდიდობა ქუთაისში – 35-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა

წყალდიდობა ქუთაისში - 35-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა

წყალდიდობა ქუთაისში – ძლიერი წვიმის გამო მდინარე ოღასკურა ადიდდა, რამაც 35-ე საჯარო სკოლის შენობის დატბორვა გამოიწვია. აღნიშნულის გამო, სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. ქუთაისში არსებულმა პრობლემამ სახელმწიფო უწყებების მუშაობა შეაფერხა. წყალმა იუსტიციის სახლი და პროკურატურის შენობა დატბორა. შენობის სარდაფებში წყალი დგას.

ვინ შეცვლის უჩა ნანუაშვილს – თამარ ქალდანი თუ სოფო ჯაფარიძე

ვინ შეცვლის უჩა ნანუაშვილს - თამარ ქალდანი თუ სოფო ჯაფარიძე

მიმდინარე წლის დეკემბერში სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა ეწურება. მიუხედავად იმისა, რომ „სახალხო დამცველის შესახებ“ კანონის მოქმედი ნორმით, ომბუდსმენის თანამდებობაზე ერთი და იმავე პირი შეიძლება ზედიზედ ორჯერ აირჩეს, ქართული ოცნება უჩა ნანუაშვილის კანდიდატურის წარდგენას აღარ აპირებს. არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობაზე ქართული ოცნება ორ კანდოდატს: პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორ თამარ ქალდანსა და პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სოფო […]

მამა გიორგი მამალაძე – “მეუფე იაკობი მრისხანებას ვერ მალავდა, როდესაც მე საპატრიარქოს ქონების მართვა დამავალა უწმინდესმა… მე ველოდები მეუფე დიმიტრის”

მამა გიორგი მამალაძე - "მეუფე იაკობი მრისხანებას ვერ მალავდა, როდესაც მე საპატრიარქოს ქონების მართვა დამავალა უწმინდესმა... მე ველოდები მეუფე დიმიტრის"

რეალური დანაშაული თუ დანაშაულებრივი გეგმა ეკლესიის დასამორჩილებლად – საუკუნის საქმე, რომელიც საქართველოს ისტორიაში 21-ე საუკუნის საპატრიარქოს სკანდალის სახელით შევა. თუმცა, რამდენად იყო ეს მხოლოდ საეკლესიო და არა პოლიტიკური ინტერესის საგანი, ამას დრო გვიჩვენებს, ერთი რამ ფაქტია, ციანიდის საქმემ საზოგადოებაში კითხვები დატოვა, რომელზეც სასამართლოს ამ დრომდე პასუხები არ გაუცია. სამაგიეროდ, საზოგადოებისთვის მოულოდნელად დღის სინათლეზე გამოვიდა საპატრიარქოში […]

ქარბუქი, შტორმი და ძლიერ წვიმა – ამინდი მკვეთრად გაუარესდება

ქარბუქი, შტორმი და ძლიერ წვიმა - ამინდი მკვეთრად გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით 17 ოქტომბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩუნდება ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, რაც ჰაერის ტემპერატურის დაკლებას, წვიმას, ზოგან ძალიან ძლიერს (უპირატესად დასავლეთ საქართველოში), მაღალმთიან ზონაში ზოგან თოვლს და ქარბუქს, დასავლეთის მიმართულების ძლიერ, დროგამოშვებით ძალიან ძლიერ ქარს, ზღვაზე ძლიერ შტორმს გამოიწვევს. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ცალკეულ მდინარეებზე წყალმოვარდნები და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. […]

დღეს მეტროსადგური “უნივერსიტეტი” გაიხსნება

დღეს მეტროსადგური "უნივერსიტეტი" გაიხსნება

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრთა კაბინეტისა და თბილისის მერიის პირველ პირებთან ერთად, ახალ მეტროსადგურ “უნივერსიტეტს” გახსნის. “უნივერსიტეტი” თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე სადგურია. პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება, დაახლოებით, 84 მილიონი ლარია. სამშენებლო სამუშაოები ესპანურმა კომპანიამ (ერთობლივმა საწარმომ) Cobra Assignia-მ შეასრულა. ახალი მეტროსადგურის მშენებლობაზე, დღის განმავლობაში, 250-300 ადამიანი მუშაობდა, ჯამში კი დროის სხვადასხვა პერიოდში 2000-ზე […]

წვიმამ ოზურგეთის ნაწილი და რამდენიმე ოჯახი დატბორა

წვიმამ ოზურგეთის ნაწილი და რამდენიმე ოჯახი დატბორა

დღეს დილიდან მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქ ოზურგეთის ნაწილი და ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დატბორა. შექმნილი ვითარების გამო, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, იძულებული გახდნენ, გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩიდან ქალაქის მერიასთან, კონკრეტულად საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის წინ, საავტომობილო მიმოსვლა ქალაქის ძირითად ავტომაგისტრალზე რამდენიმე საათით აეკრძალა. ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა გმირთა მოედანზე. რაც შეეხება სოფელ შემოქმედს, აქ […]

ბეშუმის უღელტეხილიდან მაშველებმა 13 ავტომანქანა და 30 მგზავრი გამოიყვანეს

ბეშუმის უღელტეხილიდან მაშველებმა 13 ავტომანქანა და 30 მგზავრი გამოიყვანეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხულოს სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველებმა ხულოში, ბეშუმის უღელტეხილზე, დიდთოვლობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ჩარჩენილი 13 ავტომანქანა და 30 მგზავრი, მათ შორის, ბავშვები და მოხუცები გამოიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს, ამ დროისთვის, გზის აღნიშნული მონაკვეთიდან ყველა მგზავრი უვნებლად არის გაყვანილი. მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. ინტერპრესნიუსი

ამირან გამყრელიძე: აზიური ფაროსანა ადამიანის ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს, არ იკბინება და არ გადააქვს ინფექცია“

ამირან გამყრელიძე: აზიური ფაროსანა ადამიანის ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს, არ იკბინება და არ გადააქვს ინფექცია“

– აზიური ფაროსანა ადამიანის ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს, ის არ იკბინება და არ გადააქვს არავითარი ინფექცია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, აზიურმა ფაროსანამ ბოლო ორი წლის განმავლობაში და განსაკუთრებით წელს, ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენა სოფლის მეურნეობას. – მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს მწერი, ბაღლინჯო, […]

დღეს სოფელში მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეა

დღეს სოფელში მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეა

დღეს სოფელში მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეა (International Day of Rural Women), რომელიც ყოველწლიურად 15 ოქტომბერს აღინიშნება. ეს დღე შეახსენებს საზოგადოებრიობას, თუ რამდენად ფასეულია ამ ქალების შრომა და რამდენად არის მათგან დავალებული მთელი მსოფლიო. ამ დღის თარიღად 15 ოქტომბრის დაწესების იდეა გაერო-ს ქალთა მე-4 კონფერენციაზე  გაჩნდა, რომელიც 1995 წელს პეკინში გაიმართა. სოფელში მცხოვრები ქალები დედამიწის მოსახლეობის მეოთხედზე […]