ზუგდიდში ახალგაზრდა ქალი მე-5 სართულიდან გადავარდა – “შველას ითხოვდა, აივანს იყო ჩაბღაუჭებული”

ზუგდიდში ახალგაზრდა ქალი მე-5 სართულიდან გადავარდა -  "შველას ითხოვდა, აივანს იყო ჩაბღაუჭებული"ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადავარდა.

თვითმხილველების თქმით, 26 წლის ახალგაზრდა იმ სახლიდან გადმოვარდა რომელიც ნაქირავები ჰქონდა.
ქალი სავარაუდოდ ქვეშაგებს ფენდა და თავი ვერ დაიმაგრა.
– შველას ითხოვდა, აივანზე იყო ჩაბღაუჭებული, პოლიციაც ავიდა, თუმცა მისი დაჭერა ვერ შეძლეს რადგან მძიმე წონიანია, – აცხადებენ თვითმხილველები.

ქალს რეფერალურ ჰოსპიტალში შესაბამისი ღონისძიებები ჩაუტარდა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ქალი გარდაიცვალა.

ნიუპოსტი