კატეგორია: შემთხვევა

ქობულეთის სამაშველოს უფროსი მამუკა ხაბაზი გომის მთასთან დაიღუპა

ქობულეთის სამაშველოს უფროსი მამუკა ხაბაზი გომის მთასთან დაიღუპა

წუხელ უმძიმესი ავარია მოხდა ზემო აჭარაში, სოფელ ხაბელაშვილებში. დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის ქობულეთის სამაშველო სამსახურის უფროსი მამუკა ხაბაზი. გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი ასევე სამაშველო სამსახურის თანამშრომელია. ავარიის შედეგად კიდევ 2 ადამიანი დაშავდა. მათი მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია. ექიმის ინფორმაციით, ორი პაციენტიდან ერთი უკვე გაწერეს, ხოლო მეორეს მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა აღენიშნება თავის ტრავმა და მოტეხილობები. დაშავებულები კლინიკა […]

გლდანში კორპუსის მე-4 სართული აფეთქდა

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

გლდანის მესამე მიკრორაიონში, გუშინ გვიან ღამით აფეთქება მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, აფეთქება 9-სართულიანი კორპუსის მეოთხე სართულზე მოხდა. შემთხვევას ნგრევა არ მოჰყოლია. აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აფეთქებისას ცეცხლი საოჯახო ნივთებს გაუჩნდა. იპნ

შუახევში მანქანა 100 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა – 3 ადამიანი დაიღუპა, მათგან 2 შსს-ს თანამშრომელია

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაბელაშვილებთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. შსს-ს ცნობით, გზაზე მოძრავი ავტომანქანა, სავარაუდოდ, მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან ხევში, დაახლოებით, 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. მომხდარის შედეგად, 3 ადამიანი გარდაიცვალა, 2 კი – დაშავდა. შსს-ს ცნობით, გარდაცვლილთა შორის 2 პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები […]

ჭავჭავაძეზე მანქანა ავტობუსს დაეჯახა

ჭავჭავაძეზე მანქანა ავტობუსს დაეჯახა

ჭავჭავაძის გამზირზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი შეეჯახა. ინციდენტი თურქეთის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ავტომანქანაში მცირეწლოვანი ბავშვიც იმყოფებოდა. არცერთი ტრანსპორტის მგზავრები არ დაშავებულან. შსს-მ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

“ტრაქტორს საბურავი მოძვრა, ამოყირავდა და 52 წლის ქალი მოიყოლა” – ავარიას საჩინოში მსხვერპლი მოჰყვა

"ტრაქტორს საბურავი მოძვრა, ამოყირავდა და 52 წლის ქალი მოიყოლა" - ავარიას საჩინოში მსხვერპლი მოჰყვა

წალენჯიხის სოფელ საჩინოში უბედურ შემთხვას შუა ხნის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს მოხდა. როგორც “ინტერპრესნიუსს” სოფლის რწმუნებულმა ანზორ შეროზიამ განუცხადა, ტრაქტორი გადაბრუნდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. “მეზობელს მიჰყავდა ტრაქტორით რამდენიმე ქალი თხილის მოსაგროვებლად, როდესაც უკანა საბურავი მოძვრა, ამოყირავდა და ქვეშ მოექცა 52 წლის ქალი, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულებიც არიან, მათ სიცოცხლეს […]

“შატილში დაშავებულები ახელენ თვალს და ასრულებენ მარტივ ინსტრუქციებს”

"შატილში დაშავებულები ახელენ თვალს და ასრულებენ მარტივ ინსტრუქციებს"

ამ ეტაპზე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა შატილში მომხდარი ტრაგედიის დროს დაშავებული 3 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა. „პაციენტები იმყოფებიან მართალია რეანიმაციულ განყოფილებაში, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ვიტალური ფუნქციები სამივე მათგანთან არის აღდგენილი. ჰემოდინამიკა ამ ეტაპზე სამივე პაციენტთან არის აღდგენილი, ასევე ორ მათგანთან გვაქვს კარგი ნერვოლოგიურისტატუსი, ეს იმას […]

მდინარე აჭარისწყალში მანქანა გადავარდა

მდინარე აჭარისწყალში მანქანა გადავარდა

ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დღეს, 31 აგვისტოს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველის თქმით, ავტომანქანა, რომელშიც სამი პირი იმყოფებოდა, მდინარე აჭარისწყალში გადავარდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. თვითმხილველისვე ინფორმაციით, ავტომანქანაში მსხდომი პირები არ დაშავებულან. ბათუმელები

ჭიათურის მაღაროში მუშას ტრაქტორმა გადაუარა – კობა ჩაფიძე გარდაიცვალა

ჭიათურის მაღაროში მუშას ტრაქტორმა გადაუარა - კობა ჩაფიძე გარდაიცვალა

ჭიათურაში მაღაროში მუშა გარდაიცვალა. შემთხვევა ოთხი დღის წინ შუქრუთის დასახლებაში, ვაკე ტყე ოთხის მაღაროზე მოხდა სამუშაო პროცესის დროს მუშას ტრაქტორმა გადაუარა. პროფკავშირების  ინფორმაციით, გარდაცვლილი 46 წლის კობა ჩაფიძეა. მას საავადმყოფოში ორი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. რუსთავი 2

სანაპიროზე მანქანის მძღოლი დაიღუპა

სანაპიროზე მანქანის მძღოლი დაიღუპა

თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად, ერთი ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე მძღოლი კი, დაშავდა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის […]

გარდაბანში 35 წლის მამაკაცი სარწყავ არხში დამხრჩვალი იპოვეს

გარდაბანში 35 წლის მამაკაცი სარწყავ არხში დამხრჩვალი იპოვეს

გარდაბანში სოფელ ნაგებში მაშველებმა 35 წლის მამაკაცი, სარწყავი არხიდან დამხრჩვალი ამოიყვანეს. ცხედარი რუსთავის პროზექტურაში გადაასვენეს. მამაკაცი მამასთან ერთად სათევზაოდ იყო წასული, როდესაც ის სარწყავ არხში ჩავარდა. საქმე აღძრულია 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.