ჭავჭავაძეზე მანქანა ავტობუსს დაეჯახა

ჭავჭავაძის გამზირზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი შეეჯახა. ინციდენტი თურქეთის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ავტომანქანაში მცირეწლოვანი ბავშვიც იმყოფებოდა.

არცერთი ტრანსპორტის მგზავრები არ დაშავებულან. შსს-მ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.