გარდაბანში 35 წლის მამაკაცი სარწყავ არხში დამხრჩვალი იპოვეს

გარდაბანში სოფელ ნაგებში მაშველებმა 35 წლის მამაკაცი, სარწყავი არხიდან დამხრჩვალი ამოიყვანეს. ცხედარი რუსთავის პროზექტურაში გადაასვენეს.

მამაკაცი მამასთან ერთად სათევზაოდ იყო წასული, როდესაც ის სარწყავ არხში ჩავარდა.

საქმე აღძრულია 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.