კატეგორია: შემთხვევა

თამარ მეფის გამზირზე ავტობუსი მოტოციკლს დაეჯახა

თამარ მეფის გამზირზე ავტობუსი მოტოციკლს დაეჯახა

ავარია თამარ მეფის გამზირზე. თვითმილველების ინფორმაციით, მოტოციკლს ავტობუსი დაეჯახა. არიან თუ არა დაშავებულები, ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. “მთავარი” დეტალების გარკვევას ცდილობს.

ბორჯომთან ლექსუსი ხევში გადავარდა – დაიღუპა ბავშვი, 4 მგზავრი დაშავდა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

ბორჯომში ავტოავარიას არასრულწლოვანი ემსხვერპლა. ზანავი-კორტანეთის საავტომობილო გზაზე “ლექსუსის” მარკის მსუბუქი ავტომანქანა 10 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ავტომობილი, რომელიც ბორჯომიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა,  ხევში გადავარდა. მანქანაში ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, აქედან მცირეწლოვანი  ბავშვი გარდაცვლილია. ინფორმაციას, ჯეოჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრში ადასტურებენ. დანარჩენი ოთხი დაზარალებული, რომელიც სავარაუდოდ ერთი ოჯახის წევრები არიან, საავადმყოფოში რჩებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. სამედიცინო ცენტრის დირექტორის ირაკლი […]

ხაშურში 2 ძმა ჭაში დაიხრჩო

ხაშურში 2 ძმა ჭაში დაიხრჩო

უბედური შემთხვევა მოხდა ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ალში. ჭაში ორი ახალგაზრდა ჩავარდა და დაიხრჩო. სავარაუდოდ, ისინი ძმები იყვნენ. არსებული ინფორმაციით, მამაკაცებს სასმელი წყლის ჭის დასუფთავება სურდათ, თუმცა შეუძლოდ გახდნენ და გონება დაკარგეს. ადგილზე მისულ მაშველებს ისინი უკონტაქტო მდგომარეობაში დახვდნენ. ჭიდან უკვე ამოყვანილია ორივე მამაკაცის ცხედარი. საქმე აღძრულია სსკ 116-ე მუხლის მეორე ნაწილით. რუსთავი 2

36 წლის მოტოციკლისტი ფოთში მალთაყვის ხიდიდან გადავარდა და დაიღუპა

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

ფოთში, მალთაყვის ხიდიდან 36 წლის მამაკაცი გადავარდა და გარდაიცვალა. ტრაგიკული შემთხვევა 29 აგვისტოს  მოხდა. მამაკაცი მოტოციკლით მალთაყვის ხიდზე ტრაფარეტს შეეჯახა და ამის გამო გადავარდა. ადგილზე მობილიზებულ იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. დაშავებული ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმების განმარტებით, მიუხედავად მათი მცდელობისა, პაციენტის გადარჩენა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო, ვერ მოხერხდა.

თბილისში მარჯანიშვილზე კაფე “გრიკ პოინტში” მამაკაცს დენმა დაარტყა და მოკლა

თბილისში მარჯანიშვილზე კაფე "გრიკ პოინტში" მამაკაცს დენმა დაარტყა და მოკლა

თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კაფეში, Greek Point-ში, ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. ის ამ კაფეს თანამშრომელი იყო. ცხედარი შესაბამისმა სამსახურებმა პროზექტურაში გადაასვენეს. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

“ცეცხლი რომ გაჩნდა, ბავშვებს ეძინათ, შუათანამ მითხრა, ჯერ ჩემი ძმა გადაარჩინეო”

"ცეცხლი რომ გაჩნდა, ბავშვებს ეძინათ, შუათანამ მითხრა, ჯერ ჩემი ძმა გადაარჩინეო"

დღეს თბილისში მაშველებმა სამი მცირეწლოვანი ალმოდებული სახლიდან უვნებლად გამოიყვანეს. „პრაიმტაიმს“ მეხანძრე-მაშველი გაგა გიგაშვილი დეტალურად უყვება, როგორ გადაარჩინა მცირეწლოვნები. „ღია ცეცხლი იყო, ორი ჯგუფი ვმუშაობდით. სანამ ბიჭები სადარბაზოს მხრიდან აწარმოებდნენ კარის გაღებას, მეექვსე სართულიდან თოკით და ერთი აირწინაღით ჩავედი დაბლა სართულზე. იქ სამი მცირეწლოვანი დამხვდა. ძლიერი დაკვამლიანება იყო, ამასობაში სახანძრო ავტოკიბე იწყებდა გაშლას. სანამ ყველაზე პატარას […]

მაშველებმა გლდანში ხანძრიდან 3 ბავშვი გამოიყვანეს

მაშველებმა გლდანში ხანძრიდან 3 ბავშვი გამოიყვანეს

გლდანის მასივში ერთ-ერთი მრავალსართლიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ბინაში სამი არასრულწლოვანი იმყოფებოდა, რომლებიც მაშველებმა უვნებლად გამოიყვანეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ – „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, გლდანის მასივში, ერთ-ერთი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე არსებულ ბინაში გაჩნდა […]

დედას ზუგდიდში მანქანა ეზოში შეჰყავდა და 6 წლის შვილს დაეჯახა – ბავშვი გარდაიცვალა

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

ზუგდიდში დაიღუპა 6 წლის ბავშვი, რომელსაც მანქანით შემთხვევით დედა დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ შსს-ში დაუდასტურეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. ბავშვს შემთხვევით დედა მანქანით იმ დროს დაეჯახა, როცა ავტომობილი ეზოში შეჰყავდა. იგი ჯერ ზუგდიდის საავადმყოფოში მოათავსეს, მოგვიანებით კი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის დღეს გამთენიისას დაიღუპა. საქმეზე […]

მე-2 კლასელ ბავშვს მიკროავტობუსი დაეჯახა – ავარია წალენჯიხაში

მე-2 კლასელ ბავშვს მიკროავტობუსი დაეჯახა - ავარია წალენჯიხაში

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა წალენჯიხაში – სოფელ ლიაში მომხდარი ავარიის შედეგად არასრულწლოვანი დაშავდა. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და ამ წუთებში, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ოპერაცია უტარდება. თვითმხილველების ინფორმაციით, მეორეკლასელ ბავშვს მიკროავტობუსი დაეჯახა. მთავარი

“ზუგდიდში გადმოდიოდა და მდინარემ გაიტაცა” – ენგურმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა

"ზუგდიდში გადმოდიოდა და მდინარემ გაიტაცა" - ენგურმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში მდინარე ენგურმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა. როგორც “ინტერპრესნიუსს” სოფლის რწმუნებულმა ელგუჯა ბოკუჩავამ განუცხადა, მამაკაცი გალის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრია და ის სავარაუდოდ ოკუპირებული აფხაზეთიდან მდინარის მეშვეობით ზუგდიდის მიმართულებით გადმოდიოდა. “მამაკაცის ცხედარი გუშინ აღმოაჩინეს ადგილობრივებმა. შესაბამის ორგანოებს ვაცნობეთ. სავარაუდოდ, ზუგდიდში გადმოდიოდა და მდინარემ გაიტაცა”, – აცხადებს ელგუჯა ბოკუჩავა. შს სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის […]