“ზუგდიდში გადმოდიოდა და მდინარემ გაიტაცა” – ენგურმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა

"ზუგდიდში გადმოდიოდა და მდინარემ გაიტაცა" - ენგურმა მამაკაცის ცხედარი გამორიყაზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში მდინარე ენგურმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა. როგორც “ინტერპრესნიუსს” სოფლის რწმუნებულმა ელგუჯა ბოკუჩავამ განუცხადა, მამაკაცი გალის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრია და ის სავარაუდოდ ოკუპირებული აფხაზეთიდან მდინარის მეშვეობით ზუგდიდის მიმართულებით გადმოდიოდა.

“მამაკაცის ცხედარი გუშინ აღმოაჩინეს ადგილობრივებმა. შესაბამის ორგანოებს ვაცნობეთ. სავარაუდოდ, ზუგდიდში გადმოდიოდა და მდინარემ გაიტაცა”, – აცხადებს ელგუჯა ბოკუჩავა.

შს სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იპნ