36 წლის მოტოციკლისტი ფოთში მალთაყვის ხიდიდან გადავარდა და დაიღუპა

36 წლის მოტოციკლისტი ფოთში მალთაყვის ხიდიდან გადავარდა და დაიღუპაფოთში, მალთაყვის ხიდიდან 36 წლის მამაკაცი გადავარდა და გარდაიცვალა. ტრაგიკული შემთხვევა 29 აგვისტოს  მოხდა.

მამაკაცი მოტოციკლით მალთაყვის ხიდზე ტრაფარეტს შეეჯახა და ამის გამო გადავარდა.

ადგილზე მობილიზებულ იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. დაშავებული ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ექიმების განმარტებით, მიუხედავად მათი მცდელობისა, პაციენტის გადარჩენა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო, ვერ მოხერხდა.