მყვინთავებმა თბილისის ზღვაში დაკარგული მეორე მოზარდიც გარდაცვლილი იპოვეს, ცხედარს წყალში რამდენიმე წუთის წინ მიაგნეს. კიდევ ერთი გარდაცვლილი ბიჭის ცხედარი მყვინთავებმა დაახლოებით 1 საათის წინ ამოიყვანეს. “კურიერის” ინფორმაციით, მოზარდები ერთმანეთს არ იცნობდნენ და ერთმანეთისგან დამოუკიდებელი შემთხვევებია. სამძებრო სამუშაოები დაახლოებით 3-4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და პოლიცია.
კატეგორია: შემთხვევა
თბილისის ზღვაში მოზარდის ცხედარი იპოვეს – მეორე დაკარგულს ეძებენ
თბილისის ზღვაში მოზარდის ცხედარი იპოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მეორე დაკარგული არასრულწლოვნის საძიებო სამუშაოები გრძელდება. უწყების ინფორმაციით, ადგილზე 5 მყვინთავი მუშაობს და ასევე ხდება სანაპიროს მონიტორინგი. შემთხვევა თბილისის ზღვაზე, ვარკეთილის სანაპიროსთან მოხდა. “კურიერის” ინფორმაციით, ერთ-ერთი მოზარდი ლაგოდეხის რაიონიდან, სოფელ კაბალიდან არის.
ალაზანში 20 წლის დავით ფრიდონაშვილის ცხედარი იპოვეს
ორდღიანი საძიებო სამუშაობის შემდეგ, მყვინთავებმა 20 წლის დავით ფრიდონაშვილის ცხედარი მდინარე ალაზანში იპოვნეს. ფრიდონაშვილები წარმოშობით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნიდან არიან. ოჯახი, წლების განმავლობაში, თბილისში ცხოვრობს. დავით ფრიდონაშვილი სოფელში ბიძასთან იმყოფებოდა სტუმრად და საბანაოდ მდინარე ალაზანზე, ჩალაუბანში მცხოვრებ მეგობართან ერთად წავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის მდინარეში შევიდა და გამოსვლა ვეღარ მოახერხა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და […]
იოსელიანზე მე-15 სართულიდან ქალი გადავარდა – სარეცხს ფენდა და ფეხი დაუცურდა
თბილისში, იოსელიანის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან ქალი გადმოვარდა, ის ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალი სარეცხს ფენდა, როდესაც ფეხი დაუცურდა და გადავარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გურჯაანში მე-5 სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა
გურჯაანში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა. შემთხვევა ცხრა აპრილის ქუჩაზე მოხდა. მცირეწლოვანს თავდაპირველად გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალის კლინიკაში ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია, მას ელენთა და თირკმელი ჰქონდა დაზიანებული, რის შემდეგაც თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან […]
77 წლის მამაკაცი, რომელსაც ტრაილერი დაეჯახა, კლინიკაში გარდაიცვალა
ხაშურთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქვეითი, რომლის მდგომარეობაც კრიტიკული იყო, გარდაიცვალა. ავარია წუხელ მოხდა, ავტომაგისტრალზე მოძრავი ტრაილერი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. დაშავებული 77 წლის მამაკაცი ,,გორმედის” ქსელის ხაშურის კლინიკურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, სადაც მკურნალობა უტარდებოდა, თუმცა, ექიმების განცხადებით, დაზიანებების ხარისხი სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო.
გორში ექიმმა ლექსო ხეთაგურმა თოფით ძაღლი მოკლა – “თავს დამესხა, სახლში შემოვარდნა სცადა”
გორში, ჭალის დასახლებაში, ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში, სანადირო თოფით ძაღლი მოკლეს. კორპუსის მცხოვრებთა ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ძაღლის მიმართულებით მათ მეზობლად მცხოვრებმა ექიმმა ლექსო ხეთაგურმა ისროლა. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე, ჭალის დასახლებაში, თამარ მეფის ქუჩაზე, სამართალდამცავები იმყოფებიან. ხეთაგური მომხდარს ადასტურებს და აცხადებს, რომ გასროლა თავის დაცვის მიზნით განახორციელა. „ეს ძაღლი დიდი ხანია ამ სადარბაზოში ბინადრობდა. ყოველთვის უწყინარი იყო, […]
პიტბულმა წინამძღვრიშვილის ქუჩაზე 67 წლის ქალი დაგლიჯა – ქალი მართვით სუნთქვაზეა – ვიდეო
უმძიმესი კადრები, რომელიც კურიერმა მოიპოვა. ვიდეომასლაში ჩანს, როგორ ესხმის თავს ძაღლი ქალს. შემთხვევა თბილისში გუშინ, საღამოს დაახლოებით 9 საათისთვის, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მოხდა. რა დროსაც შუახნის ქალს მნიშვნელოვანი დაზიანებები მიადგა. “კურიერის” მიერ მოპოვებული კადრებიდან ირკვევა, რომ შემთხვევისას ირგვლივ მყოფი ადამიანები რამდენიმე წუთი განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ, 67 წლის ქალის დახმარებას. ამის შემდეგ ერთ-ერთმა თვითმხილველმა პირმა, რომელიც შეიარაღებული იყო და ჰაერში […]
ბათუმის გვირაბთან მანქანა ამოტრიალდა და მთლიანად დაიწვა – ვიდეო
დღეს, 17 ივლისს, დაახლოებით 18:30 საათზე, ბათუმში, გვირაბთან ახლოს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეხაჯა ერთმანეთს, რის შედეგადაც ერთ-ერთი მსუბუქი ავტომანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა და მერე დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია და სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ბათუმელები, პრაიმ ტაიმი
რუისთან მისაბმელიან მანქანას ცეცხლი გაუჩნდა
თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე რუისთან ახლოს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მისაბმელიანი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რა დროსაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ავტომობილის მძღოლი, რომელიც მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც […]








