თბილისის ზღვაში მოზარდის ცხედარი იპოვეს – მეორე დაკარგულს ეძებენ

თბილისის ზღვაში მოზარდის ცხედარი იპოვეს - მეორე დაკარგულს ეძებენთბილისის ზღვაში მოზარდის ცხედარი იპოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მეორე დაკარგული არასრულწლოვნის საძიებო სამუშაოები გრძელდება.

უწყების ინფორმაციით, ადგილზე 5 მყვინთავი მუშაობს და ასევე ხდება სანაპიროს მონიტორინგი.

შემთხვევა თბილისის ზღვაზე, ვარკეთილის სანაპიროსთან  მოხდა. “კურიერის” ინფორმაციით, ერთ-ერთი მოზარდი ლაგოდეხის რაიონიდან, სოფელ კაბალიდან არის.