თბილისის ზღვაში დაკარგული მეორე მოზარდიც გარდაცვლილი იპოვეს

თბილისის ზღვაში დაკარგული მეორე მოზარდიც გარდაცვლილი იპოვესმყვინთავებმა თბილისის ზღვაში დაკარგული მეორე მოზარდიც გარდაცვლილი იპოვეს, ცხედარს წყალში რამდენიმე წუთის წინ მიაგნეს.

კიდევ ერთი გარდაცვლილი ბიჭის ცხედარი მყვინთავებმა დაახლოებით 1 საათის წინ ამოიყვანეს. “კურიერის” ინფორმაციით, მოზარდები ერთმანეთს არ იცნობდნენ და ერთმანეთისგან დამოუკიდებელი შემთხვევებია.

სამძებრო სამუშაოები დაახლოებით 3-4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და პოლიცია.