ალაზანში 20 წლის დავით ფრიდონაშვილის ცხედარი იპოვეს

ალაზანში 20 წლის დავით ფრიდონაშვილის ცხედარი იპოვესორდღიანი საძიებო სამუშაობის შემდეგ, მყვინთავებმა 20 წლის დავით ფრიდონაშვილის ცხედარი მდინარე ალაზანში იპოვნეს.

ფრიდონაშვილები წარმოშობით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნიდან არიან. ოჯახი, წლების განმავლობაში, თბილისში ცხოვრობს.

დავით ფრიდონაშვილი სოფელში ბიძასთან იმყოფებოდა სტუმრად და საბანაოდ მდინარე ალაზანზე, ჩალაუბანში მცხოვრებ მეგობართან ერთად წავიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ის მდინარეში შევიდა და გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და მყვინთავები, დაკარგულ ახალგაზრდას, ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. საძიებო სამუშაოებში 20-მდე მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული.

გამოძიება საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით დაიწყო.