რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თემქაზე. კლინიკა „ღია გულის” მიმდებარე გზაჯვარედინზე. „ფოლკსვაგენის” მარკის ავტომობილი, რომელსაც წინასწარი ინფორმაციით, ნასვამი მძღოლი მართავდა სკვერში შევარდა და ჯებირები გადაანგრია. თვითმხილველების თქმით, დაშავებულმა მძღოლი მანქანიდან გადმოხტა და ფეხით მიმალვა სცადა, თუმცა საპატრულო პოლიციამ ის დაახლოებით 100 მეტრში დააკავა. ამჟამად, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. იყო ავტომობილის აალების საშიშროება, რის გამოც ადგილზე […]
კატეგორია: შემთხვევა
“მანქანას დედა მართავდა, ის ამოტრიალებული იყო” – ტიბაანში ავარიაში დაღუპული 3 წლის ელენე რატიანია
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მცირეწლოვანი, 3 წლის ელენე რატიანია. „პრაიმტაიმის” ინფორმაციით, ბმვ-ს მარკის ავტომანქანას, რომელიც ელექტროგანათების ბოძს შეეჯახა, მცირეწლოვანის დედა მართავდა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ავტომანქანაში, რატიანების ოჯახთან ერთად, სხვა პირებიც იმყოფებოდნენ. „ოჯახი სოფელ ხირსიდანაა, რამდენიმე წელია, წნორში ცხოვრობენ. ბავშვის დედა, ლიბერთი ბანკის თანამშრომელია. სოფელში, პაპის სანახავად იმყოფებოდნენ. ეს ამბავი იქიდან წამოსულებს დაემართათ. მანქანა ამოტრიალებული იყო. იმ მხარეში […]
ტიბაანში ავარიაში 3 წლის ბავშვი დაიღუპა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში ავარიის დროს 3 წლის ბავშვი დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ელექტროგანათების ბოძს დაეჯახა, რის შედეგადაც მანქანაში მყოფი 3 წლის ბავშვი დაიღუპა. მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს. იპნ
ვაკეში ხე წაიქცა და 2 მანქანა მოიყოლა
ვაკეში, თამარაშვილის პირველ ნომერში წაქცეულმა ხემ ორი ავტომანქანა მოიყოლა. როგორც “რუსთავი2-ს” შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახურში უთხრეს, შემთხვევის შედეგად ერთი მანქანა მსუბუქად დაზიანდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია. რა გახდა ხის წაქცევის მიზეზი, უცნობია. რუსთავი 2
ბათუმში ზღვაში დამხრჩვალი მამაკაცი იპოვეს
როგორ შეეჯახა რუსთავში მანქანა კატერს
ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში 20 ივნისს მოხდა. ცოტა უცნაური კია, როცა გაიგებ, რომ ქალაქში, სადაც არც ზღვაა და არც ტბა, მანქანა კატერს დაეჯახა. თუმცა, ავტომობილისა და კატერის ავარიული ტანდემი ზღვისპირეთშიც უცნაურად მოგვეჩვენებოდა. „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი ჯერ ტროტუარზე ავარდა, შემდეგ ღობე შეანგრია და ავტოსახელოსნოს ეზოში, სპეციალურ მოწყობილობაზე დადგმულ კატერს დაეჯახა. შეჯახების შემდეგ ავტომობილი გადავარდა, ხეს დაეჯახა, ბოლოს […]
კახეთის გზატკეცილზე მანქანამ მამაკაცი გაიტანა და მოკლა
თბილისში, კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი მოსიარულეს დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ვაჟა-ფშაველაზე მანქანა ბავშვს დაეჯახა
გიორგი შაქარაშვილს მცხეთაში ისევ ეძებენ
მცხეთაში დაკარგული გიორგი შაქარაშვილის საძიებო სამუშაოები მდინარე მტკვარზე და არაგვზე მესამე დღეა უწვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ადგილზე მუშაობს 70 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის მყვინთავთა ჯგუფი 7 გასაბერი ნავით. მათი ცნობით, საძიებო პროცესში ჩართულია 2 ექოლოტი, რომლებითაც ხდება წყლის ფსკერის დათვალიერება. მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა. დრონის საშუალებით მიმდინარეობს ტერიტორიის მონიტორინგი. ცოცხალი ძალა […]
საბურთალოს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილს 2 დღეა, ეძებენ – ამისთვის ზაჰესის დამბა გაიხსნა და ჟინვალჰესის დამბა დაიკეტა
საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელს, გიორგი შაქარაშვილს ორი დღეა ეძებენ. „ჩვენი აღზრდილი ფეხბურთელი და ჩვენი აკადემიის წევრი გიორგი შაქარაშვილი ორი დღის წინ უკვალოდ გაქრა მცხეთის ტერიტორიიდან. ამ დრომდე მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. გთხოვთ, თუ რაიმე ინფორმაციას ფლობთ, დაგვიკავშირდით“, – წერია „საბურთალოს“ განცხადებაში. გიორგი შაქარაშვილის საძიებო სამუშაოებისთვის, 20 ივნისს 17:00 საათიდან 21 ივნისის 18:00 საათამდე ზაჰესის […]








