საბურთალოს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილს 2 დღეა, ეძებენ – ამისთვის ზაჰესის დამბა გაიხსნა და ჟინვალჰესის დამბა დაიკეტა

საბურთალოს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილს 2 დღეა, ეძებენ - ამისთვის ზაჰესის დამბა გაიხსნა და ჟინვალჰესის დამბა დაიკეტასაფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელს, გიორგი შაქარაშვილს ორი დღეა ეძებენ.

„ჩვენი აღზრდილი ფეხბურთელი და ჩვენი აკადემიის წევრი გიორგი შაქარაშვილი ორი დღის წინ უკვალოდ გაქრა მცხეთის ტერიტორიიდან. ამ დრომდე მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

გთხოვთ, თუ რაიმე ინფორმაციას ფლობთ, დაგვიკავშირდით“, – წერია „საბურთალოს“ განცხადებაში.

გიორგი შაქარაშვილის საძიებო სამუშაოებისთვის, 20 ივნისს 17:00 საათიდან 21 ივნისის 18:00 საათამდე ზაჰესის დამბა გაიხსნა და ჟინვალჰესის დამბა დაიკეტა. ეს გამოიწვევს მდინარე არაგვში წყლის დონის დაწევას. აღნიშნული სამუშაობის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას ადგილზეც მოეწოდება, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს გამოიჩინონ სიფრთხილე და იყვნენ ყურადღებით.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გიორგი შაქარაშვილის ოჯახმა მისი დაკარგვის შესახებ მიმართა. პოლიციამ სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები რომელიც მთელი დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება.

ნარეკვავის დასახლებაში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება მათ შორის მდინარე არაგვსა და მტკვარზე. ღონისძიებაში ჩართული არიან განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მაშველები და მყვინთავები. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია 60 მაშველი და 6 მყვინთავი.

პრაიმ ტაიმი

საბურთალოს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილს 2 დღეა, ეძებენ - ამისთვის ზაჰესის დამბა გაიხსნა და ჟინვალჰესის დამბა დაიკეტა