როგორ შეეჯახა რუსთავში მანქანა კატერს

როგორ შეეჯახა რუსთავში მანქანა კატერსავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში 20 ივნისს მოხდა. ცოტა უცნაური კია, როცა გაიგებ, რომ ქალაქში, სადაც არც ზღვაა და არც ტბა, მანქანა კატერს დაეჯახა.

თუმცა, ავტომობილისა და კატერის ავარიული ტანდემი ზღვისპირეთშიც უცნაურად მოგვეჩვენებოდა.

„ტოიოტას“ მარკის ავტომობილი ჯერ ტროტუარზე ავარდა, შემდეგ ღობე შეანგრია და ავტოსახელოსნოს ეზოში, სპეციალურ მოწყობილობაზე დადგმულ კატერს დაეჯახა.

შეჯახების შემდეგ ავტომობილი გადავარდა, ხეს დაეჯახა, ბოლოს კი გადატრიალდა.

ავტომობილში 2 ადამიანი იმყოფებოდა. მათი კლინიკაში გადაყვანა საჭირო არ გახდა, რადგან მსუბუქი დაზიანებები ჰქონდათ და ადგილზე გაუწიეს სამედიცინო დახმარება.

„პრაიმტაიმი“  თვითმხილველს დაუკავშირდა.

– ეს კატერი ჩვენი ახლობლისაა, აქ დგას რამდენიმე თვეა და გუშინ ასეთი შემთხვევა მოხდა. მადლობა ღმერთს, რომ ამდენი დაჯახების მიუხედავად, მანქანაში მყოფები გადარჩნენ და საავადმყოფოშიც კი არ გადაუყვანიათ.

კატერი დაზიანდა. მანქანა ზუსტად იმ ადგილს დაეჯახა, სადაც პროპელერი დგას, რომელიც კატერს ამოძრავებს წყალში. ვინც დააზიანა, იმან უნდა გააკეთოს, რა თქმა უნდა, აბა სხვანაირად როგორ იქნება? – გვითხრა ავტოსახელოსნოს თანამშრომელმა.

პრაიმ ტაიმი