თემქაზე მანქანა სკვერში შევარდა – მძღოლი ფეხით გაიქცა

თემქაზე მანქანა სკვერში შევარდა - მძღოლი ფეხით გაიქცარამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თემქაზე. კლინიკა „ღია გულის” მიმდებარე გზაჯვარედინზე. „ფოლკსვაგენის” მარკის ავტომობილი, რომელსაც წინასწარი ინფორმაციით, ნასვამი მძღოლი მართავდა სკვერში შევარდა და ჯებირები გადაანგრია.

თვითმხილველების თქმით, დაშავებულმა მძღოლი მანქანიდან გადმოხტა და ფეხით მიმალვა სცადა, თუმცა საპატრულო პოლიციამ ის დაახლოებით 100 მეტრში დააკავა. ამჟამად, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

იყო ავტომობილის აალების საშიშროება, რის გამოც ადგილზე სახანძრო გამოიძახეს.

პრაიმ ტაიმი