წალენჯიხაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას შუახნის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ავტომანქანა ბორდიურს შეეჯახა და ამოტრიალდა. როგორც “ინტერპრესნიუსს” წალენჯიხის მერმა ბესიკ ფარცვანიამ განუცხადა, დაშავებულთაგან ერთი ზუგდიდის, ხოლო ორი წალენჯიხის სავადმყოფოებშია მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შს სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისის 276-ე მუხლის მე- 6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის […]
კატეგორია: შემთხვევა
მეტრო ნაძალადევთან ერთმანეთს 2 მოპედი შეეჯახა
მეტროსადგურ „ნაძალადევის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს ორი მოპედი შეეჯახა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთ-ერთი მოპედის მძღოლი. „ ორი მოპედი შეეჯახა ერთმანეთს. დაშავდა ერთ-ერთის მძღოლი და ის ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი,“-აცხადებენ უწყებაში. მათივე ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, […]
გმირთა მოედნის ესტაკადის ქვეშ სატვირთო მანქანა გაიჭედა
პატრულის ეკიპაჟი რადიო პალიტრის მანქანას დაეჯახა – ავარია ბულაჩაურზე
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბულაჩაურის ქუჩაზე – საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც ორივე ავტომობილის მძღოლი დაშავდა. საპატრულო პოლიციის მანქანა რადიო “პალიტრის” თანამშრომლის ავტომობილს დაეჯახა. “რადიო პალიტრის” თანამშრომელი ინცინდენტში სამართალდამცველებს ადანაშაულებს და ამბობს, რომ მოძრაობის წესები სწორედ საპატრულო ეკიპაჟმა დაარღვია, რის გამოც მათ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანასაც გეგმავს. “იმდენად დიდი სისწრაფით შემეჯახა, რომ კი […]
დედა შვილებს ფოტოებს უღებდა, როცა 6 წლის ბიჭს ფეხი დაუცდა, მტკვარში ჩავარდა და დაიხრჩო
უბედური შემთხვევა თბილისში – მდინარე მტკვარში ჩავარდნილი ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 6 წლის ბიჭი დასთან და დედასთან ერთად მდინარის ნაპირზე იმყოფებოდა, როდესაც ფეხი დაუცდა და დინებამ გაიტაცა. თვითმხილველები ყვებიან, რომ დედას შვილები სასეირნოდ ჰყავდა გამოყვანილი და მათ ფოტოებს უღებდა. სწორედ ამ დროს დაუცდა ფეხი სველ ქვაზე 6 წლის ბიჭს და ის მტკვარში გადავარდა. დედამ და […]
წყალტუბოში მანქანა გაჩერებულ სატვირთოს შეასკდა – 1 ადამიანი დაიღუპა, 1 დაშავდა
წყალტუბოში, სოფელ ჟონეთში 16 ივნისს საღამოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, როდესაც გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს დაეჯახა. შეჯახების შედეგად ორივე ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიმტვრა. მსუბუქ ავტომობილში მყოფთაგან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე […]
გლდანში ბმვ-მ ქალი გაიტანა და მოკლა
16 ივნისს საღამოს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გლდანში. ქერჩის ქუჩაზე ავტომანქანა ბმვ ქვეითს შეეჯახა. ქალი ადგილზე დაიღუპა. მძღოლს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია. მომხდარზე შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მთავარი
ვარკეთილში შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარია
ზუგდიდში 12 წლის ბიჭი წყალში დაიხრჩო
ზუგდიდში 12 წლის ბიჭი წყალში დაიხრჩო. შემთხვევა ე.წ. ვექტორშის დასახლებაში მოხდა. “კურიერის” ინფორმაციით, ის წყალში გადახტა, თუმცა მცენარეებში გაიხლართა და ამოსვლა ვერ შეძლო. მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ცხედარი ღელედან მყვინთავმა მაშველებმა ამოიყვანეს.
გურჯაანში მანქანამ 60 წლის ქალი გაიტანა და მოკლა
გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევას 60 წლამდე ფეხით მოსიარულე ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ჩუმლაყში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალი საავტომობილო მაგისტრალზე გადასვლას ცდილობდა, როდესაც მანქანა დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა. ამ წუთებში საავტომობილო მაგისტრალზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მოხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276- მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.










