წყალტუბოში მანქანა გაჩერებულ სატვირთოს შეასკდა – 1 ადამიანი დაიღუპა, 1 დაშავდა

წყალტუბოში მანქანა გაჩერებულ სატვირთოს შეასკდა - 1 ადამიანი დაიღუპა, 1 დაშავდაწყალტუბოში, სოფელ ჟონეთში 16 ივნისს საღამოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, როდესაც გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს დაეჯახა.

შეჯახების შედეგად ორივე ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიმტვრა.

მსუბუქ ავტომობილში მყოფთაგან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.