პატრულის ეკიპაჟი რადიო პალიტრის მანქანას დაეჯახა – ავარია ბულაჩაურზე

პატრულის ეკიპაჟი რადიო პალიტრის მანქანას დაეჯახა - ავარია ბულაჩაურზეავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბულაჩაურის ქუჩაზე – საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც ორივე ავტომობილის მძღოლი დაშავდა. საპატრულო პოლიციის მანქანა რადიო “პალიტრის” თანამშრომლის ავტომობილს დაეჯახა.

“რადიო პალიტრის” თანამშრომელი ინცინდენტში სამართალდამცველებს ადანაშაულებს და ამბობს, რომ მოძრაობის წესები სწორედ საპატრულო ეკიპაჟმა დაარღვია, რის გამოც მათ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანასაც გეგმავს.

“იმდენად დიდი სისწრაფით შემეჯახა, რომ კი ხედავთ, საითკენაც გადაგვაგდო”, – ამბობს დაზარალებული კატო ოცხელი.
შსს-მ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით აღძრა, რაც გულისხმობს სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც სიცოხლის დაზიანება გამოიწვია.

მთავარი