კატეგორია: შემთხვევა

ჩაქვთან ავარიის ახალი დეტალები – ”მოსწავლეს მეგობარმა მანქანით მიაკითხა და ხეობაში ერთად წავიდნენ”

ჩაქვთან ავარიის ახალი დეტალები - ”მოსწავლეს მეგობარმა მანქანით მიაკითხა და ხეობაში ერთად წავიდნენ”

მტირალას ეროვნულ პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავარიის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ჩაქვის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა ტარიელ ქათამაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სკოლის ერთ-ერთ მოსწავლეს მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა გაკვეთილების შემდეგ მანქანით მოაკითხა, რის შემდეგაც ისინი ავტომობილით ერთ-ერთ ხეობაში წავიდნენ. „მე-6 გაკვეთილის შემდეგ, სამს წუთები აკლდა, ჩემი სკოლის ერთ-ერთ მოსწავლის მეგობარს თავისი ბიძის მანქანით მოუკითხია. შემდგომ […]

ზუგდიდში ბესო ერემაძის სახლში მუშა დაიღუპა – მას თავში ვედრო დაეცა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

ზუგდიდის სოფელ ჭაქვინჯში ჭის წმენდისას 55 წლის მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა დაახლოებით სამი საათის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ჭის გაწმენდის დროს, მუშას მიწით სავსე ვედრო დაეცა. “ჭის მწმენდავები მუშაობდნენ. ვედროს სახელური მოწყდა და ჭაში მყოფს თავზე დაეცა. ეს ხალხი სოფელში სულ დადის და ჭებს წმენდს, გუშინაც მუშაობდნენ აქვე სამეზობლოში. ასეთი ტრაგედია დატრიალდა სამწუხაროდ. ექსპერტები წინასწარი მონაცემებით […]

საშინელი ავარია ჩაქვთან – 5 მოსწავლე დაიღუპა – ვიდეო

საშინელი ავარია ჩაქვთან - 5 მოსწავლე დაიღუპა - ვიდეო

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ჩაქვთან, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ხალაში ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ხუთივე გარდაცვლილი 17 წლამდე მოზარდია. ავტომანქანა გზიდან ხევში გადავარდა. თვითმხილველების თქმით, ავტომანქანა 10 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ადგილზე სასწრაფო, სამაშველო სამსახური და პოლიცია იყო მობილიზებული. ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავტომანქანაში ახალგაზრდები ისხდნენ. შემთხვევა დაახლოებით დღის 2 საათზე მოხდა. […]

ქობულეთთან მანქანა ტრაილერს შეასკდა – 4 ადამიანი დაიღუპა – მანქანიდან გადავარდნილი 3 წლის ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს

ქობულეთთან მანქანა ტრაილერს შეასკდა - 4 ადამიანი დაიღუპა - მანქანიდან გადავარდნილი 3 წლის ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი მცირეწლოვანი და ახალგაზრდა მამაკაცი ქობულეთის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია. „ოთხი გარდაცვლილი იყო მანქანაში, ორი მამაკაცი, ერთი ქალი და ერთი, სავარაუდოდ ათი წლის ბავშვი. დაახლოებით სამ წლამდე ბავშვი, რომელიც მანქანიდან იყო გამოტყორცნილი, გადაყვანილია კლინიკაში გამვლელის მიერ. კლინიკაში იმყოფება ავარიის შედეგად დაშავებული ერთი მამაკაცი, ტრაილერის […]

ექიმი ბაქარ კუჭავა – ”აეროპორტის ტრასაზე ავარიისას დაშავებული 62 წლის მამაკაცი გარდაიცვალა”

ექიმი ბაქარ კუჭავა - ”აეროპორტის ტრასაზე ავარიისას დაშავებული 62 წლის მამაკაცი გარდაიცვალა”

აეროპორტის ტრასაზე მომხდარი ავარიისას მძიმედ დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექიმის თქმით, ის სამედიცინო დაწესებულებაში კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს მრავლობითი დაზიანებებით: “მამაკაცი 62 წლის, კომატოზურ მდგომარეობაში, მდგომარეობა კრიტიკული იყო თავიდანვე, სახეზე აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები, თვითონ თავი იყო დეფორმირებული, პაციენტი მზადდებოდა საოპერაციოში ასაყვანად, მაგრამ რამდენიმე ხანში პაციენტს  გული გაუჩერდა,” – განაცხადა ექიმმა ბაქარ კუჭავამ. რუსთავი 2

თბილისის აეროპორტთან სამარშრუტო ტაქსი სატვირთოს შეეჯახა – 1 ადამიანი დაიღუპა, 14 დაშავდა

თბილისის აეროპორტთან სამარშრუტო ტაქსი სატვირთოს შეეჯახა - 1 ადამიანი დაიღუპა, 14 დაშავდა

თბილისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო, 14 დაშავდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახნენ. ავარიასთან დაკავშირებით კომპანია “თბილისის მიკროავტობუსმა” მოგვიანებით საგანგებო განცხადება გაავრცელა. “კახეთის გზატკეცილზე მოძრავი მგზავრებით დატვირთული სამარშრუტო ტაქსი ხაზის ნომრით 82, წინასწარი ვერსიით, უკან სვლით მომავალ სამშენებლო მასალით დატვირთულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი მგზავრი, […]

საბერძნეთში ქართველმა დედამ ახალშობილი შვილი სასიკვდილოდ გაიმეტა და სანაგვეზე მოისროლა

საბერძნეთში ქართველმა დედამ ახალშობილი შვილი სასიკვდილოდ გაიმეტა და სანაგვეზე მოისროლა

საბერძნეთში, ქალაქ კალამატაში პოლიციამ დააკავა ქართველი დედა, რომელმაც თავისი ახალშობილი ბავშვი სანაგვეზე გადააგდო. ამის შესახებ ბერძნული მედია წერს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბავშვის ტირილის ხმა გაიგონა ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა , რომელიც დილით ნაგავს ჰყრიდა- ბუნკერში კი ჩანთაში ჩასმული ახალშობილი ბავშვი აღმოაჩინა და ამის შესახებ სამართალდამცავებს აცნობა. ქალაქ კალამატას მერმა, მედიასთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ახალშობილი ძალზე იღბლიანი […]

ავარია თბილისში – დაიღუპა 23 წლის ახალგაზრდა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

თბილისში, მეველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი, 23 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა. შემთხვევა 17 დეკემბერს მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ტარდება ექსპერტიზა და დაკავებული ჯერჯერობით არავინაა.

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურიდან აცნობეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ინფორმაციით, ცეცხლი ავტომობილს დაახლოებით 2 საათის წინ გაუჩნდა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ხანძრის ლიკვიდაცია მალევე მოახერხეს.

ფონიჭალაში 2 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს – 2 ადამიანი დაშავდა

ფონიჭალაში 2 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს - 2 ადამიანი დაშავდა

ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც ორივე ავტომობილის მძღოლი დაშავდა. უწყების ინფორმაციით, დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. „აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს, იმ პირის […]