თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურიდან აცნობეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მათივე ინფორმაციით, ცეცხლი ავტომობილს დაახლოებით 2 საათის წინ გაუჩნდა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ხანძრის ლიკვიდაცია მალევე მოახერხეს.