საშინელი ავარია ჩაქვთან – 5 მოსწავლე დაიღუპა – ვიდეო

საშინელი ავარია ჩაქვთან - 5 მოსწავლე დაიღუპა - ვიდეოსასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ჩაქვთან, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ხალაში ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.

ხუთივე გარდაცვლილი 17 წლამდე მოზარდია.

ავტომანქანა გზიდან ხევში გადავარდა.

თვითმხილველების თქმით, ავტომანქანა 10 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ადგილზე სასწრაფო, სამაშველო სამსახური და პოლიცია იყო მობილიზებული.

ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ავტომანქანაში ახალგაზრდები ისხდნენ. შემთხვევა დაახლოებით დღის 2 საათზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე დასახმარებლად პირველად ჩაქვისთავში არსებული წყალსაცავის თანამშრომლები მივიდნენ.

შს სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.